Baby Bag

განათლების სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

განათლების სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. ამასთან, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.

„ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება. 2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვთ სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარ​ო“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი ​დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია აწერს ხე...
პედაგოგები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთი პრიორიტეტულ...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 -2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფების ცლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებ...

შეიძლება დაინტერესდეთ

მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდება, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 200 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას მისცემს. 
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორებისათვის ტრენინგი ტარდება , რომელსაც ცენტრის ექსპერტები უძღვებიან.

იხილეთ ასევე:


წაიკითხეთ სრულად