გამოქვეყნდება თუ არა დღეს პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები
პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები დღეს არ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ momsedu.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შედეგები მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე კი ნამუშევრების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც ცენტრში აცხადებენ, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.