2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთაც შეეცვალათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, გახანგრძლივდა რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადები მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.
გადახდის შესაძლო საშუალებები:
ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;