„ცალკე საგნებით სწავლება არის ღრმა წარსული“ - ბერიკა შუკაკიძე
მასწავლებელის სახლის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ Zoom განათლებაზე ახალი სკოლის მოდელზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ცალკე საგნებით სწავლება არის ღრმა წარსული.
„ეს არის გვიანი XIX საუკუნე, როდესაც ჯერ ფიზიკის გაკვეთილი მაქვს, 5 წუთის მერე უნდა შევიდე მათემატიკაზე, მერე მშობლიურ ენაზე... ეს ბავშვი ტელევიზორი ხომ არ არის, რომ გადართო არხები...“ - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, ახალი სკოლის მოდელი ყველა საგნის ინტეგრირებას მოითხოვს.