2018 წელს საქართველოში 22 სკოლის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 22 სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სკოლას; 84 სკოლას კი - ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
უწყების ცნობით, 180-მდე სკოლა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაფინანსდა; Mcc-ის (Millennium Challenge Corporation) მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 58 სკოლას; 57 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის დაფინანსდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.