Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საკმაოდ კარგი ამბავია - დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ხელმისაწვდომია''

,,საკმაოდ კარგი ამბავია - დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ხელმისაწვდომია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კარგი ამბის შესახებ წერს. მისი თქმით, კიდევ ერთი კვლევა აჩვენებს, რომ კოვიდ-19 გადატანილებში თრომბი არის უფრო ხშირად დაფიქსირებულ ვიდრე ფაიზერით და ასტრაზენეკით ვაქცინირებულებში:

,,საკმაოდ კარგი ამბავია. კიდევ ერთი კვლევა გვაჩვენებს, რომ კოვიდ-19 გადატანილებში თრომბი არის უფრო ხშირად დაფიქსირებულ ვიდრე ფაიზერით და ასტრაზენეკით ვაქცინირებულებში.

დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ხელმისაწვდომია.

Covid-19 patients face a much higher risk of developing blood clots than those vaccinated with AstraZeneca or Pfizer’s shots, according to a large U.K. study.

https://www.standard.co.uk/.../blood-clot-risk-muc...'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად