Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული პედაგოგებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„მასწავლებელთა საყურადღებოდ!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (რომელიც eflow-ს საშუალებით სკოლებს დაეგზავნათ) ტრენინგის გავლის შესახებ გახლავთ ვალიდური და ადასტურებს, რომ პედაგოგმა წარმატებით გაიარა თავისი სტატუსის შესაბამისი ტრენინგი.
​ცნობები სკოლებს ეგზავნებათ მუდმივ რეჟიმში,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლე​ბის სანდო წყარო“.

„მოსწავლეების საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად იწყება კვლევების ჩატარება მუნიციპალიტეტებში დ...
​განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ დადგეგმილი ერთობლივი კვლევის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კ...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში ეს მოხდება''

,,ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში ეს მოხდება''

​,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებიც დაუბრუნდნენ სასკოლო სივრცეს, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე,''- აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შესთავაზა ონლაინმეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. 1-ლი - მე-6 კლასის მოსწავლეები სასკოლო სივრცეში არიან, თუმცა თუ კონკრეტული ოჯახი, მოსწავლეების მშობლები აირჩევენ ონლაინრეჟიმს, თუ ურჩევნიათ ეს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ონლაინრეჟიმში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ძალიან მოქნილი სისტემა და თითოეულ ოჯახს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

7-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებას რაც შეეხება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს. თუმცა ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში ეს მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რასაკვირველია, საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ვთხოვო, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი“, - დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.

წაიკითხეთ სრულად