Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) განახლებული სტანდარტები ყველა საგანში დამტკიცდა

დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) განახლებული სტანდარტები ყველა საგანში დამტკიცდა
დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) განახლებული სტანდარტები ყველა საგანში დამტკიცდა. სტანდარტების საფუძველზე დაწყებულია სახელმძღვანელოების ცვლილების პროცესი: 2023 წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, I-დან IV კლასის ჩათვლით მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდაში.

2024 სასწავლო წლიდან განახლებული სახელმძღვანელოები შევა დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც.

იხილეთ ბმული: https://​mes.gov.ge/content.php?id=12599&lang=geo


წაიკითხეთ სრულად