Baby Bag

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ონლაინ კურსები 4 ნოემბერს დაიწყება

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ონლაინ კურსები 4 ნოემბერს დაიწყება

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ონლაინ კურსების პილოტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ კურსები „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში იქმნება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს. აკადემიის წარმომადგენლებმა, პროექტის გუნდთან ერთად ჩამოაყალიბეს ის წესები და ინსტრუქციები თუ რა ფორმატში უნდა წარიმართოს პილოტირების პროცესი, რათა მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს პილოტირების დროს მიღებულ შედეგებზე რეაგირება.

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ონლაინ კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს. 4 ნოემბერს იწყება ზემოაღნიშნული კურსებიდან ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მოდულების პილოტირება, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებსაიტზე: PD.EMIS.GE.

ტრენინგების დისტანციური ონალინ კურსები მზადდება პროექტის მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.

ონლაინ კურსების საშუალებით - პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი. ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.

კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.