Baby Bag

რომელ საგნებში შეიძლება კლასის გაყოფა და მოსწავლეთა რა რაოდენობაზე

რომელ საგნებში შეიძლება კლასის გაყოფა და მოსწავლეთა რა რაოდენობაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

ამასთან, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი.