Baby Bag

„დედობამ შემცვალა, ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა,“ - სოფო ნიჟარაძე დედობის გამოცდილებაზე საუბრობს

„დედობამ შემცვალა, ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა,“ - სოფო ნიჟარაძე დედობის გამოცდილებაზე საუბრობს

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მის ცხოვრებაში შვილმა შემოიტანა. სოფო ნიჟარაძის თქმით, ის სრულფასოვნად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში და ახალი ემოციებით არის სავსე:

„ისეთი სხვა ცხოვრება მქონდა. ბავშვი... სულ სხვა ემოციები მქონდა.​ სრულიად უცბად დედა გავხდი. დედა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფრით. მე ვიყავი ყველაფერი. რა თქმა უნდა, დედაჩემი ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი. ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული.“

„რა თქმა უნდა, დედობამ შემცვალა, როგორც ადამიანიც, როგორც არტისტიც. ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა. სხვა განწყობაა. აუხსნელია ზუსტი სიტყვებით, რაში აქვს ეს, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში დედობა და ეს, რა თქმა უნდა, აისახება,“ - აღნიშნულ საკითხზე სოფო ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მამა გაბრიელს ვუთხარი, თუ ჩვენი ოჯახი უნდა გადარჩეს, შვილი მაჩუქე-მეთქი. ზუსტად ერთ კვირა...
​მომღერალმა სოფო ბედიამ გადაცემაში „ფარული კონვერტი“ თავისი ვაჟის, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს და მიშა მესხის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა: „ჩემს შვილს მამა ძალიან უყვარს. რო...

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად