მედიაპორტალი MomsEdu.ge
„დღეისათვის საქართველოში სავალდებულო არ არის სამგზავრო სავარძლის გამოყენება. სწორედ ამის შედეგია, რომ 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 101 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 5 000-ზე მეტი დაშავდა. არ გარისკოთ თქვენი შვილების სიცოცხლე, გამოიყენეთ სამგზავრო სავარძელი 0-დან 12 წლამდე!
რა თქმა უნდა, 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა კატეგორიის სამგზავრო სავარძელი გამოიყენება. ამის შესახებ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ, ასევე გაგაცნობთ რეკომენდაციებს, როგორ შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი და როგორ მოვიქცეთ მგზავრობის დროს,“ - ლანა გიორგიძე.