Baby Bag

„2-3 საათზე მეტი არ შეიძლება ბავშვისთვის საფენის გაკეთება,“- ფსიქოლოგი ია იაშვილი

„2-3 საათზე მეტი არ შეიძლება ბავშვისთვის საფენის გაკეთება,“- ფსიქოლოგი ია იაშვილი

ფსიქოლოგმა ია იაშვილმა ბავშვებში საფენების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა:

„ტუალეტის უნარში ძალიან ბევრი კომპლექსური ქცევა შედის. დაწყებული ხელების დაბანით, დამთავრებული უშუალოდ საფენის მოხსნით. ეს ყველაფერი შედის ტუალეტის ჰიგიენაში. შეიძლება სხეულის დაბანაც ამ თემაში შევიდეს. 21-ე საუკუნის პრობლემა აღმოჩნდა საფენის მოხსნა. ეს სტრესულია ბავშვისთვის, რადგან რაღაც ახალი ხდება მის ცხოვრებაში. მას გარკვეული ახალი უნარების გამოვლენა უწევს. ეს ასეთი მარტივი არ არის ხოლმე.“

ია იაშვილის თქმით, ბავშვისთვის საფენის გაკეთება 2-3 საათზე მეტხანს არ შეიძლება:

„საფენების გამოყენებასთან დაკავშირებით მე უფრო გოგონებზე გავაკეთებდი აქცენტს. როდესაც გოგონა ხშირად მოიხმარს საფენს და ხდება დეფეკაცია, ფეკალური მასა შეიძლება მოხდეს საშოს არეში და გადავიდეს ინფექციაში, რაც გოგონებე უფროა პრობლემა, ვიდრე ბიჭებზე. ყველა საფენს აქვს თავისი მოხმარების წესი. 2-3 საათზე მეტი არ შეიძლება ბავშვისთვის საფენის გაკეთება. არსებობს ღამის საფენები, რომლებიც უფრო ხანგრძლივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ვიღაც ღამეც ჭამს და შეიძლება გამოუცვალო ბავშვს.“

„5 წლამდე შარდ-სასქესო სისტემის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. თუ სადღაც მოხდა ისე, რომ გაეპაროს ბავშვს, მოშარდოს უნებლიეთ, ეს არ ითვლება კატასტროფად. ეს ფიზიოლოგიური პროცესია. შეიძლება ბავშვმა ეს უბრალოდ ვერ გააკონტროლოს. კოგნიტური პროცესები არ არის ისე ჩამოყალიბებული. 3-4 წლის ბავშვი შეიძლება მულტფილმის ყურებისას გაერთოს და გაეპაროს. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ნორმაა და ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ამაზე არ უნდა ატყდეს ერთი ამბავი,“- აღნიშნულ საკითხზე ია იაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“