Baby Bag

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია ფსიქოსექსუალური თვალსაზრისით სამი ყველაზე ძლიერი და სუსტი ნიშანი? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

რომელია ფსიქოსექსუალური თვალსაზრისით სამი ყველაზე ძლიერი და სუსტი ნიშანი? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ზოდიაქოს ნიშნების ფსიქოსექსუალური მახასიათებლების შესახებ ისაუბრა და სამი ყველაზე სექსუალური ნიშანი დაასახელა:

„რომელია სამი ყველაზე სექსულური ნიშანი? პირველი ეს არის მორიელი. ის ნებისმიერ დროს მზად არის ურთიერთობებისთვის. მორიელის მთავარი ენერგიის წყარო არის რეპროდუქტიული სისტემა. ენერგეტიკული კუთხით მორიელის მერე ძლიერია ვერძი. ის ამ სფეროში ძალიან ძლიერია. ორივე მარსის ენერგიების ქვეშ არიან და სექსუალური ენერგია ძალიან დიდი აქვთ. ფსიქოსექსუალური კუთხით მესამე ნიშანი არის მშვილდოსანი.“

„ფსიქოსექსუალური თვალსაზრისით სამი ყველაზე სუსტი ნიშანი, ვინც სექსუალური ძალით არ გამოირჩევა, არის მერწყული, სასწორი და ტყუპები,“ - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

ზოდიაქოს ნიშნების დეტალურ ფსიქოსექსუალურ დახასიათებას გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად