ახალგაზრდა მშობლების მთავარი შეცდომები, რომლებიც დროულად უნდა გამოსწორდეს - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

ახალგაზრდა მშობლების მთავარი შეცდომები, რომლებიც დროულად უნდა გამოსწორდეს - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ახალგაზრდა მშობლების მიერ დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომების შესახებ ისაუბრა და მშობლებს მათი გამოსწორებისკენ მოუწოდა.

ევგენი კომაროვსკის თქმით, თანამედროვე სამყაროში ბავშვის გაჩენას ლოგიკა, ინტელექტი და ჯანსაღი აზრის ქონა ესაჭიროება.

„21-ე საუკუნეში არ შეიძლება ქალი მარტო დავტოვოთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტისას,“- განაცხადა ევგენი კომაროვსკიმ. პედიატრის თქმით, ყველაზე ნაკითხი და განათლებული დედაც შიშობს, რომ მის ახალშობილს რაღაც ცუდი დაემართება.

ახალგაზრდა მშობლების მიერ დაშვებულ ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომებზე საუბრისას ევგენი კომაროვსკიმ აღნიშნა, რომ ქმარი ცოლისადმი ყურადღებას მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ ავლენს და არა მისი ჩასახვისთანავე. ქალს განსაკუთრებული ყურადღება ამ ეტაპზეც ესაჭიროება. ევგენი კომაროვსკიმ შემაშფოთებელ სტატისტიკაზეც მიანიშნა, რომელიც აჩვენებს, რომ მეუღლეები ერთმანეთს ყველაზე ხშირად პირველი შვილის დაბადების შემდეგ შორდებიან. „ეს იმიტომ ხდება, რომ არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ. მამაკაცები მთლიანად მოწყვეტილი არიან ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ისინი ამაში არ მონაწილეობენ,“- აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

პედიატრის თქმით, ახალგაზრდა მშობლები ვერ იგებენ, რატომ ტირიან მათი შვილები. როგორც წესი, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ბავშვი შეიძლება მის ახლოს ბუზის ჩაფრენის გამოც ატირდეს, ან ხელი ექავებოდეს და მხოლოდ ეს იყოს მისი ტირილის მიზეზი.

„ახალგაზრდა დედებს მხოლოდ ორი აზრი აწუხებთ: ბავშვი ტირის, რადგან შესცივდა, ან ტირის, რადგან მოშივდა. ბავშვი ტირის, დედა კი მას კვებავს, ბავშვს წყურვილის გრძნობა აწუხებს, დედა კი მას აჭმევს,“- აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ. პედიატრის თქმით, ქალი აუცილებლად უნდა გაეცნოს ხარისხიან ლიტერატურას ბავშვის აღზრდისა და მოვლის შესახებ, რათა ყველაფერი თავის ადგილას დადგეს და დედის უსაფუძვლო შფოთვა სწრაფად დასრულდეს.

წყარო: ​mamaplus.md 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის საჭირო „წერომ მოგიყვანა,“ „კომბოსტოში გიპოვეთ“... ნებისმიერ რამეზე შეიძლება ყოველგვარი გაშარჟების გარეშე საუბარი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„არ არის საჭირო „წერომ მოგიყვანა,“ „კომბოსტოში გიპოვეთ“... ნებისმიერ რამეზე შეიძლება ყოველგვარი გაშარჟების გარეშე საუბარი,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებთან ნებისმიერ საკითხზე გულახდილი საუბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა ბავშვს ასაკობრივი გაგების ზონის გათვალისწინებით ყოველთვის გულწრფელად ესაუბრონ:

„არ შეიძლება ის, რაც იყო ჩვენს თაობებში და ჩვენს შემდეგ, როდესაც იყო მინიშნება გენიტალიებზე. „აბა, მაჩვენე პასპორტი“ ან „ჩიტი.“ „ხელი არ მოიკიდო,“ ან პირიქით, როდესაც თვითონ ეფერებოდნენ და კოცნიდნენ. არ უნდა გამოარჩიოს ეს მშობელმა. ადამიანი არის ერთი მთლიანი ორგანიზმი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება იმის ახსნა, რომ გენიტალიები დაფარულია, რომ ეს არის დაკავშირებული სოციალურ ნორმებთან, ეს არის დაკავშირებული მორალთან. მანამდე არის ჩვეულებრივი ჩვევა. ხედავს, რომ მშობელს აცვია. გარშემო ყველას აცვია და მასაც აცვია.

გახსნილობა და მეგობრობა არის აუცილებელი. ნებისმიერ კითხვაზე, რომელსაც ბავშვი დასვამს, მშობელმა პასუხი უნდა გასცეს ბავშვის ასაკობრივი გაგების ზონის გათვალისწინებით. არ არის საჭირო „წერომ მოგიყვანა,“ „კომბოსტოში გიპოვეთ.“ ადამიანებს აყვანილი შვილები ჰყავთ და იმას ვერ ეუბნებიან, რომ აყვანილები არიან. სამაგიეროდ ეუბნებიან, რომ კომბოსტოში იპოვეს. ჩვეულებრივ უნდა ეთქვას ბავშვს, რომ ის არის საჩუქარი, მივიდა სამშობიაროში და წამოიყვანა. თვითონ დედობილია, ან მამობილი. ასე სჯობს, რომ ბავშვმა სიმართლე იცოდეს. ნებისმიერ რამეზე შეიძლება ყოველგვარი გაშარჟების გარეშე საუბარი ნებისმიერ ასაკში.

ძალიან პატარები უყურებენ პორნოგრაფიას. არსებობს პროგრამები, რომ მშობელს შეუძლია მიიბას ბავშვის კონტენტი, გაიგოს რაშია ბავშვი ტელეფონში. ძალიან დააზიანებს ბავშვს მსგავსი სანახაობა, დააფრთხობს და შეაშინებს. რაც შეეხება მოზარდებს, მათ უკვე წვდომა აქვთ ყველაფერთან. რა თქმა უნდა. სწავლება უნდა იყოს მორალზე, ზნეობაზე, წესიერებაზე დაფუძნებული,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად