სამშობიაროდან გამოყვანის დღიდანვე ბავშვი უნდა მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო სავარძელი არის 0-13 კგ. სავარძელი, რომელშიც ბავშვი ემბრიონის პოზაშია. გათვალისწინებულია წლამდე ბავშვის საჭიროებები, - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.
„ბევრი მშობელი გვიკავშირდება და გვწერს, როგორ დაამონტაჟოს 0-13 კგ. სამგზავრო სავარძელი უსაფრთხოების ღვედით. ვიდეოში ნახავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სავარძლის მონტაჟის დროს და როგორ დაამონტაჟოთ სავარძელი რამდენიმე წუთში“, - აღნიშნა ლანა გიორგიძემ.
,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ლაქტაციის დროს დედა შვილს გადასცემს ანტისხეულებს, იცავს კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქ სისტემებს. დედა ძუძუთი კვების დროს ჩვილს იცავს არა მარტო ინფექციებისგან, არამედ ალერგიული და ასევე ავტოიმუნური დაავადებებისგანაც და ა.შ.
როგორც ჩვილს, ასევე დედასაც ძუძუთი კვების დროს უამრავი სარგებელი აქვს. სწორედ ამ თემას განიხილავს გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში და აღნიშნავს, რომ როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს:
,,პირველი ეს არის სარძევე ჯირკვლის კიბო, მეორე არის საშვილოსნოს და მესამე - საკვერცხის სიმსივნეები,'' - დასძენს ექიმი რეზიდენტი.