Baby Bag

მეგან მარკლმა, შესაძლოა, ძიძად კაცი აიყვანოს, რომლის ხელფასი 70 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება

მეგან მარკლმა, შესაძლოა, ძიძად კაცი აიყვანოს, რომლის ხელფასი 70 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება

​სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომლიც ფეხმძიმობის მე-9 თვეშია, მომავალი ბავშვისთვის ძიძას ეძებენ. ბრიტანული გამოცემა ​Mirror-ის ცნობით, სასექსის ჰერცოგინიას სურს, ძიძა ამერიკელი იყოს. ამასთან, მეგანი არ გამორიცხავს, ძიძად კაცის აყვანას.

„ისინი მოხარულები იქნებიან, თუ შეძლებენ შესაბამისი მამრობითი სქესის კანდიდატის მოძიებას. ძიძის საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებით, 70 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება, თუმცა ანაზღაურების ზუსტი რაოდენობა კანდიდატის გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული,“ - აღნიშნულია სტატიაში.

სამეფო ოჯახმა შესაბამისი კანდიდატი მომავალი 3 თვის განმავლობაში უნდა შეარჩიოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ორსულობის დროს ყავის მიღება ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება"

,,ორსულობის დროს ყავის მიღება ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება"

,,ორსულობის დროს ყავის მიღება ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ასეთია ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის  მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგი", - ამის შესახებ, ,,ტვ ერთსულოვნების" ეთერში, სოფო წულაიასა და ზურაბ დარჯანიას ​სიუჟეტშია ნათქვამი.

,,აღნიშნული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც სტატიებში ვკითხულობთ, კვლევაში  2 000-მდე ფეხმძიმე ქალი მონაწილეობდა. მოხალისეები ორსულობის პირველ ტრიმესტრში იმყოფებოდნენ. მკვლევრებმა ისინი ორ ნაწილად დაჰყვეს. პირველ ჯგუფს შეეძლო დღეში ნახევარი ფინჯანი ყავის მიღება, მეორე ჯგუფის წევრები კი კოფეინის შემცველ ნივთიერებებს საერთოდ არ იღებდნენ. კვლევის შედეგების მიხედვით, იმ მშობლების ბავშვები, რომლებიც ყავას იღებდნენ, მცირეწონიანები იყვნენ. როგორც მედიკოსები განმარტავენ. წონის პრობლემის მქონე პატარებს მოზარდობისა და დიდობის პერიოდში ხშირად გულსისხლძარღვთა დაავადებები და შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილება აქვთ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ორსულ ქალებს ურჩევენ, ორსულობის პერიოდში ყავის მიღებაზე უარი თქვან ან მაქსიმალურად შეამცირონ დოზები", - აღნიშნულია სიუჟეტში.

წაიკითხეთ სრულად