Baby Bag

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ტყუპებს ზრდიან

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ტყუპებს ზრდიან

ტყუპების ყოლა ნამდვილად საოცრებაა. თუმცა მათი გაზრდა საკმაოდ რთულია. 

​Moms.ge წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც ტყუპი შვილები ჰყავთ. 

1. ანჯელინა ჯოლი

2. ბიონსე

3. ჯულია რებერტსი

4. ჯენიფერ ლოპესი

5. მადონა

6. სარა ჯესიკა პარკერი

7. მერაია ქერი


შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია,“ - ნანა ჩაჩუა

„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლის ბავშვთან ურთიერთობისა და სწორი აღზრდის საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელს შვილის გრძნობის ამოცნობა უნდა შეეძლოს:

„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია. ბავშვი რომ წარბს აწევს და შენ, მშობელი თუ მიხვდები, რა უნდა გააკეთო, ეს უკეთესია. ეს ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ბავშვის გრძნობა ამოიცნო. ​წლის და რვა თვის ასაკამდე ყოველთვის შენ უნდა ამოიცნო ბავშვის გრძნობა.“

ნანა ჩაჩუას თქმით, მშობელი, რომელსაც არ ესმის შვილის, ვერ იქნება ბავშვისთვის ავტორიტეტი:

„ბავშვი ტირის, დაეცა, ეტკინა რამე. ​თუ ეუბნები: „გაიზრდები და დაგავიწყდება,“ ე.ი. არ გესმის მისი და ვერასდროს იქნები ის ავტორიტეტი, რაც უნდა იყო. თუ მიხვდი, რომ ბავშვს ეტკინა, დაცემულთან დაიხრები, ფიზიკურადაც მის დონეზე ეცდები ყოფნას და ეტყვი: „გეტკინა ხომ?“ აი, შენი ავტორიტეტი!შენ მისი განცდა ამოიცანი.“

„ზოგჯერ დედები იმდენად სცოდავენ, ღამის ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა დედები, რომლებიც ძირითადად არიან ინტერნეტში. დედობის ინსტინქტი ვერ ძლევს ამ ცდუნებას, რადგან ინტერნეტდამოკიდებულებაც ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა. ​ნუ ვეტყვით საკუთარ თავს საკუთარ ბედნიერებაზე უარს, ამას ნუ ჩავახშობთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „დილა მაესტროზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მაესტროზე“

წაიკითხეთ სრულად