Baby Bag

კადრები ანუკი არეშიძის ულამაზესი დაბადების დღიდან

კადრები ანუკი არეშიძის ულამაზესი დაბადების დღიდან

დიზაინერი და თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე 1-ელ ივლისს 30 წლის გახდა. მან დაბადების დღე 2 ივლისს საკუთარ სახლში, წყნეთში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

სპეციალურად სტუმრებისთვის ლიმონის ხეივანი გაკეთდა, რომელსაც ულამაზესი დეტალებით გაწყობილი სუფრა ამშვენებდა. თავად იუბილარიც ლიმონისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. ანუკის დაბადების დღის საღამოზე დიზაინერმა ანი პირველმა და „გარდენია შევარდნაძემ“ იზრუნეს.


სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი სახე იყო, მათ შორის - მოდელი სალომე ღვიანიაშვილი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მეუღლესთან, თიკა არველაძე-ფაჩულიასთან ერთად, დიზაინერი მაკა კვიაციანი და სხვები...

შეიძლება დაინტერესდეთ