Baby Bag

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

​მეცნიერების მტკიცებით, ჭურჭლის რეცხვა სტრესის დაძლევაში გვეხმარება

ბევრი ქალისთვის ჭურჭლის რეცხვა ნაკლებად სასურველ, რუტინულ სამუშაოსთან ასოცირდება, რომლის შესრულების გარეშეც, თავს მშვენივრად იგრძნობდნენ. თუმცა სინამდვილეში, ​ჭურჭლის რეცხვა ერთგვარი განტვირთვა ყოფილა.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ჭურჭლის რეცხვა სტრესის გადალახვაში გვეხმარება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ჭურჭელს არა უაზროდ და საჩქაროდ, არამედ მზრუნველობით რეცხავენ. ეს ერთგვარი ხრიკია, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენზე. სარეცხი საშუალების სასიამოვნო სუნი და თბილი წყალი კი უზრუნველყოფს მოსვენებას და აუმჯობებს ფსიქიკურ მდგომარეობას. ყოველივე ეს განაპირობებს ხანგრძლივ პოზიტურ განწყობას.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ჭურჭლის რეცხვისგან სიამოვნებას მხოლოდ მაშინ იღებთ, როდესაც რეცხვის პროცესში იმ საქმეზე ფიქრობთ, რასაც აკეთებთ. კვლევის ავტორების თქმით, ჭურჭლის გააზრებული რეცხვა არა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს გვანიჭებს, არამედ თრგუნავს ნეგატივს, რაც დიდხანს ნარჩუნდება.

კვლევით დასტურდება, რომ ჭურჭლის რეცხვა 27%-ით ამცირებს სტრესს. ამასთანავე, 25%-ით იზრდება ფსიქიკური მდგომარეობის ხარისხი. ორივე ცვლილება ხელს უწყობს სიამოვნების მიღებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ჭურჭლის რეცხვისას სხვა რამეზე არ ფიქრობს. ხოლო, როცა ადამიანი სხვა თემებზე ფიქრითაა გატაცებული, ჭურჭლის რეცხვა შემაწუხებელი და დამღლელი პროცესია.

ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულებაა, რადგან იგი სრულებით ცვლის ზოგად სურათს. ჭურჭლის რეცხვა - უსიამოვნო რუტინული სამუშაო თუ სარელაქსაციო საშუალება? არჩევანი თქვენზეა.

მომზადებულია moms.com-ის მიხედვით

ავტორი: მარიამ კვეტენაძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

ტაფის გასაწმენდად სპეციალური ხრიკების ცოდნაა საჭირო, რათა ჭურჭელი დაჟანგვისა და გაფუჭებისგან დაიცვათ

ტაფის გასაწმენდად სპეციალური ხრიკების ცოდნაა საჭირო, რათა ჭურჭელი დაჟანგვისა და გაფუჭებისგან დაიცვათ

თუჯის ტაფა თითქმის ყველა დიასახლისის სამზარეულოშია. როგორც ქალბატონები აღნიშნავენ, მისი მოხმარება საკმაოდ კომფორტულია. ალბათ, ყველა დიასახლისმა არ იცის, რომ თუჯის ტაფის გასაწმენდად სპეციალური ხრიკების ცოდნაა საჭირო, რათა ჭურჭელი დაჟანგვისა და გაფუჭებისგან დაიცვათ.

წაიკითხეთ სრულად