Baby Bag

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს...

ნუკი კოშკელიშვილის შვილს, სავარაუდოდ, ენტეროვირუსი აქვს. როგორც ნუკი ამბობს, ენტეროვირუსი ბავშვს ზღვაზე, ბათუმში ყოფნის დროს დაემართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნუკი პოსტს ინტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:

„ბავშვი რომ ავად არის ამაზე ძნელი არის რამე? ახლა ვირუსი აქვს და სულ სიცხეები. სავარუდოდ, ენტეროვირუსი (ზღვაზე ბათუმში რომ არ დაგემართოს, ჩათვალე სეზონი ჩაგივარდა). ხოდა არაფერი მიხარია, არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ კარგად გახდეს. სულ სხვა თვალით შევხედე დედაჩემს, წარმოვიდგინე რამდენი უნერვიულია, მე რომ პატარა ვიყავი. თან 90-იანებში მე თქვენ გეტყვით წამლები იყო ბევრი.... ერთხელ ძალიან მაღალი სიცხე გქონდაო და გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს ეტყობა სიცხის დამგდები არ ჰქონდა და კვერცხის ცილა ასპირინთან ერთად ფეხის გულებში შემიზილეს. დედაჩემმა ეგეთი სისწრაფით სიცხე მას მერე არაფერს დაუგდიაო. მოკლედ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ახლობლებს,“ - აღნიშნავს ნუკი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ პატარა უარს ამბობს კვებაზე ან უმადოდ მიირთმევს საკვებს.... ეს შეიძლება, იყოს კოვიდ-19-ის სიმპტომები ან უსიმტომოდ გადატანილი ვირუსის შედეგები''

,,თუ პატარა უარს ამბობს კვებაზე ან უმადოდ მიირთმევს საკვებს.... ეს შეიძლება, იყოს კოვიდ-19-ის სიმპტომები ან უსიმტომოდ გადატანილი ვირუსის შედეგები''

,,​თუ პატარა უარს ამბობს კვებაზე ან უმადოდ მიირთმევს საკვებს.... ეს შეიძლება, იყოს კოვიდ-19-ის სიმპტომები ან უსიმტომოდ გადატანილი ვირუსის შედეგები,'' - აღნიშნულის შესახებ მშობლებს ყურადღების გამახვილებას ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ​სთხოვს

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად