Baby Bag

თუ დედა-შვილის ერთნაირად ჩაცმის სტილი მოგწონთ... - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

თუ დედა-შვილის ერთნაირად ჩაცმის სტილი მოგწონთ... - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

თუ დედა-შვილის ერთნაირად ჩაცმის სტილი მოგწონთ, მაშინ მოდელი ანი ახვლედიანისა და მისი ქალიშვილის ევას ფოტოები ნახეთ. 

პატარას მამა მოდელი გიგი ბერაიაა.

ოჯახის სამივე წევრი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და სოციალურ ქსელშიც მუდამ აქტუალურები არიან. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა''

,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა''

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის მეოთხე შვილი - მიქაელი უკვე სახლშია. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. ოთხი შვილის დედა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია და დედებისთვის საინტერესო თემებზე ხშირად წერს. ამჯერად ხატია იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც ორსულობას თან სდევს:

,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს თუ სამუდამო სიცოცხლის ელექსირს უცოცხლებს და უკვდავების ყვავილს ჩუქნის, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. ორსულობა, ნებისმიერი ასაკის ქალისთვის, პირველ რიგში, არის ორგანიზმის სტრესი. უდიდეს სიხარულთან ერთად, შენს მუცელში იზრდება და იბერება ყველა ორგანო. როგორც არ უნდა გიხდებოდეს ორსულობა, შენი ორგანოები განიცდიან სრულ შევიწროებას და ბოლოს, კუჭი გაქვს ყელთან, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს საშინელ გულძმარვას, ხოლო სხვა ორგანოები საერთოდ გაუგებარ ადგილებშია მიკუჭული. მოკლედ, საპატიო სტუმარი რომ არა შენს მუცელში, რომელსაც მართლაც რომ რამდენი შეძლებია, ალბათ, ძნელი იქნებოდა ამ მდგომარეობის სილამაზე აღგექვა. საერთოდ, მე ვფიქრობ, მიზანშეწონილი და სამართლიანი იქნებოდა ერთს დედა აჩენდეს, მეორეს მამა და ასე რიგრიგობით. მოკლედ, რაც შეეხება ჩემს ბოლო ორსულობას, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, მითუმეტეს, ფეხმძიმობას. ასე რომ, თუ 40 წლისთვის კიდევ მოგინდათ გაიმეოროთ ეს მდგომარეობა, მოემზადეთ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ორსულად ვარ და მეპატიება დაივიწყეთ. წონა აკონტროლეთ ! ეცადეთ, ბევრი იმოძრაოთ. ნუ თუ კარანტინი არ მოგიწიათ. მოკლედ არ დამძიმდეთ ჩემსავით, რომ მერე დასიებულ კოჭებს რომ დახედავთ, გულმა არ გხიოთ, მოუარეთ საკუთარ თავს. თქვენს შვილებს ჯანმრთელი სჭირდებით. ახლა შეკითხვა: ვინ იყავით ორსულობის (საკეისროს) მერე შეშუპებული? (კოჭები, თითები, კისერი) და რამდენი დრო დაგჭირდათ დასაცხრობად?'' - აღნიშნავს ხატია ინსტაგრამზე. 

--insta--

წაიკითხეთ სრულად