Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ

,,როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს'' - გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, ლაქტაციის დროს დედა შვილს გადასცემს ანტისხეულებს, იცავს კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქ სისტემებს. დედა ძუძუთი კვების დროს ჩვილს იცავს არა მარტო ინფექციებისგან, არამედ ალერგიული და ასევე ავტოიმუნური დაავადებებისგანაც და ა.შ.

როგორც ჩვილს, ასევე დედასაც ძუძუთი კვების დროს უამრავი სარგებელი აქვს.  სწორედ ამ თემას განიხილავს გიორგი ღოღობერიძე ვიდეოში და აღნიშნავს, რომ როდესაც დედა შვილს ძუძუთი კვებას, თავს 3 ვერაგი სიმსივნისგან იცავს:

,,პირველი ეს არის სარძევე ჯირკვლის კიბო, მეორე არის საშვილოსნოს და მესამე - საკვერცხის სიმსივნეები,'' - დასძენს ექიმი რეზიდენტი. 

იხილეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად