Baby Bag

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ...

38 წლის ქეთი აბდულაევა თბილისიდან არის და 5 წლის შვილს მარტო ზრდის. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვება

„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკევეს და ახლა იხდის სასჯელს.

აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემს ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.

აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2-დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე,“ - აღნიშნავს ქეთი აბდულაევა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე ორცხობილების მოყვარულთათვის!

სიახლე ორცხობილების მოყვარულთათვის!
ქართული ორცხობილების საწარმო​ „ლი​ბე“ 2017 წლიდან ზრუნავს მაღალი ხარისხის, გემრიელი ორცხობილების წარმოებაზე. გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნილმა საწარმოო სტანდარტმა და რეცეპტურამ ამ მცირე დროში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებლებში.

ამასთან ლიბე არის საქართველოში პირველი ლიცენზირებული კომპანია ჩვილ ბავშვთა ორცხობილების წარმოებაში - მისი მოხმარება რეკომენდებულია პატარებისთვის 6 თვიდან! 

​,,ლიბეს'' ორცხობილების ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ იგი არ შეიცავს:

  • ტრანს-ცხიმებს,
  • პალმის ზეთს,
  • გმო-ს,
  • კონსერვანტებს 
და დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით

​„ლიბე“ ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს პატარებზე, რადგან ხშირად სწორედ ლიბეს ორცხობილებია პატარების პირველი მყარი საკვები. ასევე​ „ლიბეს“ მოხმარება ხელს უწყობს პატარების ღეჭვითი უნარების განვითარებას. ამიტომაც „ლიბეს“ ასორტიმენტში გასულ წელს დაემატა ულაქტოზო და უშაქრო ორცხობილები, წელს კი ახალი, ყველასათვის საყვარელი გემო ვაშლი + ბანანი.


შეგახსენებთ, რომ ​„ლიბეს“ ქართული ორცხობილების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში: პე-ეს-პე, ავერსი, ჯიპისი, ფარმადეპო, ასევე სპარის მაღაზიათა ქსელში, ჰიპერმარკეტ გუდვილში, კარფურსა და აგროჰაბში.

 

„ლიბე“ - ზრუნვითა და სიყვარულით!


R.
წაიკითხეთ სრულად