ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს, რომელიც ბენისთან ურთიერთობას ეხება:
„თუ გიყვარს ადამიანი სულ უნდა უმეორო, რომ გიყვარს....
ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასე არასდროს არავის ვყვარებივარ და ეგრევე უკან ვიხევ:)))) რა უცნაურია არა ქალის ბუნება?.. ბევრს ჰგონია რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთს, ვგრძნობდეთ რომ გიყვარვართ... ჩემთვის ეს არის მთავარი... რომ არ მეგრძნო, როგორ გიყვარვარ, აი, დედას ვფიცავ ამხელა გზაზე არ წამოვფოჩიალდებოდი...“ - აღნიშნავს ნუკი.