Baby Bag

საოცარი მიმიკების მქონე ახალშობილები - ფოტოები

საოცარი მიმიკების მქონე ახალშობილები - ფოტოები

არაფერი შეედრება იმ სიხარულს, რასაც ახალი სოცოცხლის დაბადება ჰქვია. ახალდაბადებული ბავშვები იმდენად საყვარლები არიან, რომ მათი ყურების სურვილი უსასრულოდ გიჩნდებათ. 

წარმოგიდგენთ საოცარი მიმიკების მქონე ახალშობილებს, რომლებიც უსაზღვრო ემოციით აგავსებენ. ფოტოებს სოციალურ ქსელში ჩაჩავას კლინიკა აქვეყნებს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს,“ - პედიატრი ქეთევან ნემსაძე

„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა  გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს,“ - პედიატრი ქეთევან ნემსაძე

პედიატრმა ქეთევან ნემსაძემ მიჯაჭვულობისა და დემიჯაჭვულობის სწორად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

​ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიჯაჭვულობის კარგად განხორციელება, არამედ დემიჯაჭვულობის სწორად განხორციელებაც. „დედიკოს ბიჭის“ ფენომენი არასწორი მიჯაჭვულობისა და არასწორი დემიჯაჭვულობის განხორციელების შედეგია. ვაჟებისთვის 10-14 წელი გახლავთ კრიტიკული პერიოდი, როდესაც ის ახდენს იდენტიფიკაციას მამასთან. მამა, როგორც მოდელი უნდა გახდეს მისთვის. მანამდე ის უფრო დედასთან არის მიჯაჭვული. აუცილებელია, რომ პედიატრებმა ამ პროცესს მიაქციონ ყურადღება, თუ არ მოხდა ეს იდენტიფიკაცია.“

ქეთევან ნემსაძემ არაადეკვატური დემიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩამოთვალა:

​რა არის დამახასიათებელი არაადეკვატური დემიჯაჭვულობისთვის? ეს არის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარობა. იტალიური ფილმია ასეთი. ზემოდან ჩამოდის დედა, ვაჟს ეუბნება ქალზე, ცოლად არ შეირთოო და ესეც უჯერებს. ასევე არაადეკვატურ დემიჯაჭვულობას ახასიათებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნორმალური ურთიერთობის პრობლემები. სამწუხაროდ, ეს არის ასევე საქართველოს პრობლემა.“

„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა ​გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. საქართველოში ეს მიჯაჭვულობა ნამდვილად ძლიერია და ამაზე საყვედური ჩვენი დედებისადმი არ გვეთქმის. რა არის ის ფაქტორები, რომლებიც მიჯაჭვულობას არღვევს? ეს არის დედის ანემია, დედის სოციალური სტატუსი. კვლევებში შედარებულია ორი ჯგუფი: ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ ანემია და არ იღებდნენ რკინის პრეპარატებს, ქალბატონები, რომლებსაც არ ჰქონდათ ანემია და იღებდნენ რკინის პრეპარატებს. ამ შემთხვევაში სწორად ხორციელდებოდა მიჯაჭვულობა, ამიტომ ჯანმრთელობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არაადეკვატური მიჯაჭვულობა მოზრდილობაში სუსტი ჯანმრთელობის შეუქცევადი რისკ-ფაქტორია. ნულიდან ორ წლამდე დედა-შვილის ურთიერთობა შესაძლებელია გახდეს 40 წლის ასაკში რიგი დაავადებების საფუძველი,“ - აღნიშნა ქეთევან ნემსაძემ.

წყარო:​ „პულსი“


წაიკითხეთ სრულად