გენიოსი შვილის აღზრდაზე ბევრი დედა ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ უამრავი საინტერესო რჩევის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც გენიოსის აღზრდაში დაგვეხმარება. ებრაელი მშობლები ფსიქოლოგიურ ნაშრომებს თითქმის არასდროს ეცნობიან, ისინი არც მშობელთა ფორუმებს სტუმრობენ, რათა საინტერესო რჩევები მოისმინონ, თუმცა გენიოსების აღზრდას მაინც წარმატებით ახერხებენ. ჩვენს სტატიაში მათი წარმატების საიდუმლოს გარკვევას შევეცდებით და აღზრდის იმ პრინციპებს გაგაცნობთ, რომლებსაც ებრაელი მშობლები ერთგულად იცავენ.
1. დამოუკიდებლობის წახალისება
ოჯახები, როგორც წესი, ბავშვების წახალისებას ცდილობენ. მშობლები შვილებს არწმუნებენ, რომ ისინი მომავალში წარმატების მიღწევას აუცილებლად შეძლებენ. ებრაელი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მათ წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეუძლიათ. ებრაელმა პატარებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მომავალი თავად უნდა შექმნან და დინების მიმართულებით ცურვას არ დასჯერდნენ.
2. შთამაგონებელი ფრაზა: „დასაწყისი ყოველთვის რთულია“
ბავშვები დამოუკიდებლები რომ გახდნენ, მათი წამოწყებები და ინიციატივები მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ. აუცილებელია, რომ პატარების ნებისმიერი ჰობი უფროსებმა სერიოზულად აღიქვან. როდესაც ბავშვები სირთულეებს ცხოვრებაში პირველად ეჯახებიან, ებრაელი მშობლები მათ შემდეგი სიტყვებით ამშვიდებენ: „დასაწყისი ყოველთვის რთულია.“
3. ნდობა, როგორც საუკეთესო ჯილდო
როგორ უნდა დავაჯილდოვოთ ბავშვები, როდესაც ისინი კეთილი საქმის გაკეთებას ცდილობენ? ებრაელი მშობლები თვლიან, რომ ბავშვისთვის ნდობა საუკეთესო ჯილდოა. როდესაც უფროსები ბავშვს საქმის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობას აძლევენ, ის თვლის, რომ კარგ საქმეს აკეთებს, რაც მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
4. გარეგნულ იერსახეზე ნაკლები ზრუნვა
მომავალი გენიოსები გარეგნულ იერსახეზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავენ. როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ გარეთ ყოფნისას ბავშვები მოწესრიგებულები იყვნენ და სუფთად გამოიყურებოდნენ, ისინი ამისთვის უდიდეს ენერგიას ხარჯავენ. ეს ყოველივე კი ბავშვსაც ძალიან აწუხებს. ებრაელი მშობლები გარეგნულ იერსახეზე გამუდმებით ზრუნვას ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიიჩნევენ. ეზოში თამაშისას პატარები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან.
5. უწესრიგობასთან შეგუება
ბავშვებს წესრიგი არ უყვართ. ებრაელი მშობლები უწესრიგობის გამო პატარებზე არასდროს ბრაზობენ. მათ კარგად ესმით, რომ ბავშვებისთვის წესრიგი მოსაწყენია. ებრაელი მშობლები შვილებს მოუწესრიგებელი ოთახის გამო არ საყვედურობენ. ისინი პატარებს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევენ. სისუფთავისა და წესრიგის მნიშვნელობას კი დროთა განმავლობაში ასწავლიან.
6. ბავშვების სურვილების პატივისცემა
მშობლების ნაწილი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შენიშვნებს აძლევს, სირბილს, ხტუნვას და ხმამაღლა საუბარს უკრძალავს. ებრაელი მშობლები შვილებს მეტ თავისუფლებას აძლევენ. ისინი ბავშვებს ჭარბი ენერგიისგან გათავისუფლებაში ხელს არ უშლიან. ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ და მიზანდასახულ ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი არასდროს ნებდებიან და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან.
7. თავისუფლებისადმი ბრძნული დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვებს მშობლები თავისუფლად ზრდიან და მათ უფლებებს არავინ ზღუდავს. ებრაელი მშობლებისთვის არსებობს ზღვარი, რომელსაც ბავშვმა არ უნდა გაადააბიჯოს. ბავშვს უფლება არ აქვს მშობელს ან ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში მას მკაცრი სასჯელი ელის.
8. მშობლების პატივისცემა
ებრაელმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იციან, რომ მშობლები ოჯახის წინამძღოლები არიან. ისინი დედას და მამას ძალიან დიდ პატივს სცემენ. მიუხედავად ამისა, ებრაელი ბავშვი არასდროს არის მშობელზე დამოკიდებული. თუ მას რაიმე საქმის გაკეთება სურს, ყველაფერს თავად აკეთებს. ებრაელი მშობლები შვილს დათვურ სამსახურს არასდროს უწევენ. მან ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.
9. განსაზღვრული წესების დამკვიდრება
ებრაელი მშობლები ბავშვებს შეცდომების გამო იშვიათად სჯიან. ისინი პატარების კარგ ქცევას აჯილდოვებენ. ოჯახში ყოველთვის არსებობს განსაზღვრული წესები, რომელთა შესრულება ბავშვს ჯილდოს მიღებაში ეხმარება. ამ გზით ბავშვი შეცდომების გამოსწორებას სწავლობს და საკუთარ ქცევას გარედან აკვირდება.
10. ბავშვის ხშირი დაჯილდოვება და წახალისება
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები კარგი ქცევის გამო ყოველთვის არ უნდა შევაქოთ. ებრაელი მშობლები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პატარების დადებითი ქცევები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ებრაელი მშობლები შვილებს რეგულარულად აჯილდოვებენ. თუ ბავშვი დედას გაურკვეველი ფიგურებით მოხატულ ხელსახოცს საჩუქრად მიართმევს, ის მშობლისგან მოწონებას და ქებას დაიმსახურებს. დედა შვილს აუცილებლად აგრძნობინებს, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონა, რათა ბავშვის მოსაწონი ქცევა წაახალისოს.
„სიყვარულის ქიმია არის ძალიან მძლავრი კოქტეილი, ეს არ არის ერთი ნივთიერება,“ - გიორგი ღოღობერიძე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სიყვარულის ქიმიის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ სიყვარულის ქიმია მძლავრი კოქტეილია, რომელიც ცვლილებებს განიცდის:
„სიყვარულის ქიმია არ არის ერთი ნივთიერება, ეს არის კოქტეილი, ძალიან მძლავრი კოქტეილი, რომელიც იცვლება და იცვლება. სიყვარული ჩვენ შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად. თითოეულ ეტაპზე მაგიური მოქმედების ჰორმონები არის ხოლმე ჩართული. პირველი ეტაპი არის მოწონების მომენტი, დაინახე და უკვე მოგეწონა. ჩვენს ორგანიზმში ავტომატურად დაიწყება ესტროგენისა და ტესტოსტერონის გამოყოფა. მეორე ეტაპი უკვე მძლავრია. ეს არის გატაცება. ის ადამიანი ხდება ჩვენი ყოველდღიური ფიქრების წყარო. ამ შემთხვევაში პირველი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა არის ნორეპინეფრინი. გვეძლევა მოტივაცია, რომ მეტი გავიგოთ, მეტი ვიცოდეთ. გუგები გვიფართოვდება, გულისცემა გვიხშირდება. პირი ღია გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი ჰაერი გვჭირდება. ნორეპინეფრინს მოსდევს დოპამინი. დოპამინი გვხდის იმ ადამიანზე დამოკიდებულს. მის გარეშე ყოველდღიურობა ნაკლებად წარმოგიდგენია. ამას აძლიერებს ფენილეთილამინი, ეს არის მედიატორი, მუცელში რომ ტოვებს პეპლების განცდას. ცოტათი ქვეითდება სეროტონინი. როგორც კი სეროტონინი დავარდება, ის ადამიანი ხდება ჩვენი აკვიატება. ჩვენ უკვე აღარაფერი აღარ გვაინტერესებს, გარდა იმისა.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, გატაცებიდან ადამიანი რომანტიკულ სიყვარულზე გადადის, რომელიც ძალიან მძლავრია:
„გატაცება შეიძლება გადავიდეს ძალიან მძლავრ ეტაპზე და ეს არის რომანტიკული სიყვარული. ამ ეტაპზე ირთვება უმძლავრესი მედიატორები: ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი და ენდორფინები. როგორც კი გამოიყოფა ოქსიტოცინი, სიყვარული იცვლება. ახლა უკვე შენ გაქვს პასუხისმგებლობა ამ ადამიანის მიმართ, შენ გინდა მას უერთგულო, შენ ხარ მასზე პიროვნულად დამოკიდებული. ვაზოპრესინი ოქსიტოცინის ამ მოქმედებას კიდევ უფრო ამძაფრებს. გაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი რამისგან დაიცვა შენი მეორე ნახევარი, თუკი მას რამე საფრთხე ემუქრება. მამაკაცები უფრო ნაკლებად თმობენ ხოლმე მეორე ნახევარს, ვიდრე ქალები. სტატისტიკურად, როდესაც საქმე ეხება დაშორების ეტაპს, მამაკაცები უფრო ნაკლებად თმობენ ხოლმე, ვიდრე ქალები.“
გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად ვპატიობთ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს:
„ჩვენ შეიძლება ყოველდღიურობაში ვიკამათოთ და რაღაცები გვეწყინოს. იმ ადამიანთან, ვინც გვიყვარს, ეს მომენტი არ გვაქვს. ენდორფინები არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც წყენას მარტივად მიგავიწყებენ. ადამიანს შეგიძლია მარტივად აპატიო ეს ყოველივე. საკმარისია ჩვენ იმ ადამიანის გარეშე 1-2 დღე გავატაროთ და ჩვენს თავის ტვინში ავტომატურად გამოიყოფა სტრესული ჰორმონები. თუ ის ადამიანი არ ნახე, აღარაფერი არ გსიამოვნებს. თუ ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ეს ადამიანი არ გპასუხობს ამ ყოველივეზე, მაშინ ორგანიზმი გადადის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს არის სიყვარულის კოქტეილი, რომელიც ადამიანს აქვს.“
„როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ამ მედიატორების ზემოქმედებით მადა უქვეითდება, იწყება უძილობის განცდა, ენერგია ისე იზრდება, რომ მზად ხარ ყველაფერს გაუმკლავდე, რაც კი ცხოვრებაში შეიძლება შეგხვდეს, თვითშეფასება კიდევ უფრო მაღალია. აქამდე არავინ და არაფერი იყავი, ახლა შეიძლება სამყაროს ცენტრი იყო იმ ადამიანისთვის. თუ აქამდე ჩაკეტილი იყავი, ახლა მოსაუბრე ხდები. ყველაფერზე ხარ წამსვლელი, ოღონდ ბევრი რამ გაიგო მასზე. არ ხარ კრიტიკული მის მიმართ, მასში ყველაფერი მოგწონს. როდესაც ჩვენ ვიღაც გვიყვარს, სამედიცინო ენაზე შეიძლება ითქვას: „მეოქსიტოცინები.“ ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული არის ძალიან მძაფრი,“- აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძე ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.