ტელეპროდუსერ ნოე სულაბერიძესა და „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილს დღეს ქორწიენების წლისთავი აქვთ. წყვილი ამ თარიღს ინსტაგრამზე გამოეხმაურა. ნოემ სტატუსით მიულოცა ჯანეტს ეს მნიშვნელოვანი დღე:
„მახსოვს, შარშან ამ დროს, ზუსტად ერთი წლის წინ, ტაძარში როგორ გეჩქარებოდა, შენი ცხოვრების მთავარი საჩუქარი, რომ მიგეღო! ისიც მახსოვს, ხელი რომ მოვაწერეთ, ბედნიერი სახით „ყველას მოვუჯოკრე“-ს როგორ ამბობდი! 😂
მეც, რა თქმა უნდა, როგორც შენი ცხოვრების საჩუქარი, ძალიან ბედნიერი ვარ ამ უკვე ერთი წლით შენთან ერთად!
Happy annyversary💞“
ჯანეტმა კი საქორწილო ტორტის ვიდეო გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში“ გადაიხადეს.
წყვილს შვილი იანვარში შეეძინა.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე. Გაწევრიანდით ჯგუფში შილაკი და ჯანმრთელობა