Baby Bag

რომელ საოჯახო საქმეებში დავიხმაროთ ორიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები?

რომელ საოჯახო საქმეებში დავიხმაროთ ორიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები?

დედები ოცნებობენ, რომ შვილები დამოუკიდებლობას დროულად მიაჩვიონ. ამასთან, ისინი ხშირად ბავშვს უფლებას არ აძლევენ დამოუკიდებლად გააკეთოს ისეთი საქმეები, რომლის გაკეთების უნარი მას უკვე აქვს. საქმე იმაშია, რომ დედები შვილებს ვერ ენდობიან. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვები საოჯახო საქმეებთან დამოუკიდებლად გამკლავებას ვერ შეძლებენ, რაც ხშირად არასწორია. ჩვენს სტატიაში მარია მონტესორის აღზრდის პრინციპებზე დაყრდნობით, იმ საოჯახო საქმეების ნუსხას შემოგთავაზებთ, რომლებშიც ორიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლად დაგეხმარებიან. 

ორიდან სამ წლამდე პატარები სამზარეულოს ჭუჭყიანი ტილოების სათანადო ადგილას დადებაში დაგეხმარებიან. ორი წლის ასაკიდან ბავშვს მაგიდის იმ მონაკვეთის მოწესრიგება უნდა ასწავლოთ, რომელსაც ის კვების დროს იყენებს. 



ოთხი-ხუთი წლის ასაკის ბავშვი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან თეფშების ამოლაგებაში დაგეხმარებათ. ის სამზარეულოს ტილოებს დაკეცავს და უჯრაში ჩაალაგებს. 




ექვსი-შვიდი წლის ასაკის ბავშვი საკვების მიღების შემდეგ მაგიდას მოაწესრიგებს. ის ბოსტნეულისა და ხილის გარეცხვასაც შეძლებს. ბავშვს ყუთებში ნივთების ჩალაგებაც არ გაუჭირდება. 



რვა-ცხრა წლის ასაკის ბავშვი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თეფშებს ჩაგილაგებთ. ის მაცივრის გასუფთავებასაც შეძლებს. თუ ბავშვს მაღაზიაში პროდუქტების სიას გაატანთ, ის საყიდლებზე დამოუკიდებლად წასვლასაც მოახერხებს. ბავშვი ჩაის ან ყავას მოგიმზადებთ და ჭიქაშიც ჩამოასხამს.



ათი-თერთმეტი წლის ასაკის ბავშვი ღუმელს დაასუფთავებს. ის სამზარეულოს დალაგებაში დაგეხმარებათ.



თორმეტ წელს გადაცილებული ბავშვი საოჯახო საქმეების გაკეთებას თავისუფლად შეძლებს. ის საოჯახო სადილსაც კი მოამზადებს, თუ მას ამის შესაძლებლობას მისცემთ.



მომზადებულია ​adme.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძალიან კომფორტულია ჩემთვის, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა''

,,ძალიან კომფორტულია ჩემთვის, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა''

ლაქტაციის შესახებ გადაცემაში ,,The Talk შოუ'' ისაუბრეს. 

როგორც მსახიობი რუსკა მაყაშვილი აღნიშნა, მისთვის ძალიან კომფორტულია, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა:

,,ილიას დროსაც ასე ვიყავი, ჩემთვის ეს ძალიან კომფორტულია. ჩემი მეორე შვილი, კატოც ექსკლუზიურად მხოლოდ ძუძუთი იკვებება. თუ გაქვთ შესაძლებლობა, სამსახურში უნდა წაიყვანოთ პატარა და იქ აჭამოთ, თუ არა, შეგვიძლია რძე გავყინოთ. მე ვფიქრობ, როგორც მიუდგები, ისე გამოვა ყველაფერი. მე მარტივად ვუდგები,'' - აღნიშნავს რუსკა მაყაშვილი. 

ნახეთ თუ რა უპირატესობები აქვს ძუძუთი კვებას ☝️

წაიკითხეთ სრულად