Baby Bag

გვეყოფა ლამაზი ფოტოები! აი ჩემი რეალური სახე! - ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

გვეყოფა ლამაზი ფოტოები! აი ჩემი რეალური სახე! - ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და გადაღლილი დედების შესახებ წერს. გთავაზობთ ნუკის პოსტს:

გვეყოფა ლამაზი ფოტოები! აი ჩემი რეალური სახე! ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორი წელია არ მძინებია, არ ვიგონებ!! აი ხო მძინავს ხანდახან, მაგრამ არაფრით მყოფნის. ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენაგადმოგდებულად დაღლილ დედას! ცოტა სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა, მაგრამ თქვენ გაგიმარჯოთ. აი, არავინ იცის ეს რამხელა შრომაა, იყო დედა, მხოლოდ ბავშვის დევნას არ ვგულისხმობ, ნერვიულობას, მუდამ შვილზე ფიქრს, არავინ თქვას, ეს არ არის დამღლელიო. ერთნაირად დამღლელია, გინდა მომუშავე დედა იყო, გინდა დიასახლისი. საბოლოო ჯამში ხომ ყველამ ვიცით, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და თან ზემოდან ბავშვზე ზრუნვა, საოცარი ძალა სჭირდება ამას. ახლა იმათზე მეფიქრება, ვისაც 3-4 ბავშვი ჰყავს, მუშაობს და დამტოვებელი არ ჰყავს, ეს დისტანციური სწავლა და აი რა ქნას ადამიანმა? არ იაროს სამსახურში, ბავშვებს რა აჭამონ? მერე წახვალ და ბავშვს ვინ მიხედავს?! ააა და კიდევ აი თუ 4 ბავშვი გყავს, 4 კომპიუტერი უნდა გქონდეს?? ეს ამბავი როგორ ხდება? დიდი ნერვები და გაძლებაა საჭირო, ზუსტად ვიცი სირთულეებს ყოველთვის გადავლახავთ. მოკლედ, მაგრები ვართ და ერთი ჩემი მეგობარი სულ იძახის „თავს თუ არ შევიქებთ, სხვა კი არ შეგვაქებსო“, ხოდა დავესიტყვები.

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო ​რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

სოფო ნიჟარაძის ფოტოები სოციალური ქსელიდან

სოფო ნიჟარაძის ფოტოები სოციალური ქსელიდან

ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე გოგონას დედა გახდა - აღნიშულის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ​ცნობილი

გოგონა ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

აღსანიშნავია, სოფო ნიჟარაძის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა, საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი ბავშვის მამაზეც.

ნახეთ სოფოს ფოტოები სოციალური ქსელიდან


წაიკითხეთ სრულად