- ბავშვი მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის შეაქეთ
- ბავშვი შრომის პროცესში უნდა შეაქოთ
თქვენი შვილი მნიშვნელოვან სპორტულ კონკურსს თუ მოიგებს და მას შეაქებთ, ის იფიქრებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. უმჯობესია, მას უთხრათ, რომ მისი შრომა და მონდომება დაფასდა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ გამარჯვება შემთხვევითობა არ არის. ის უნდა მიახვედროთ, რა მნიშვნელობა აქვს შრომას და მონდომებას. თუ ბავშვს მხოლოდ მოგების გამო აქებთ, ის ვერ გაიგებს, როგორი მნიშვნელოვანია შრომის პროცესი.
- ბავშვს აუხსენით, თუ რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს ცხოვრებაში
ბავშვებს მიზნის მიღწევამდე ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ. ისინი ხშირად მეგობრებთან დროის გატარებას ვერ ახერხებენ, რადგან მეცადინეობენ ან სპორტული აქტივობებით არიან დაკავებულები. როდესაც ბავშვები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ, მათ მარცხთან შეგუებაც უწევთ. როდესაც ბავშვის წარმატებებს აღნიშნავთ, აუცილებლად უთხარით მას, თუ რამდენი რამის გამოვლა მოუხდა, რათა მიზნისთვის მიეღწია. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის წარმატებებსა და წარუმატებლობებს თვალს ადევნებთ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
- ბავშვის წარმატება სათანადოდ დააფასეთ და მის მიმართ აღფრთოვანება გამოხატეთ
- გადაჭარბებული აღფრთოვანება საჭირო არ არის
თქვენს სიამაყეს გარკვეული კონტექსტი უნდა ჰქონდეს. ბავშვის წარმატება ზედმეტად არ უნდა აღნიშნოთ. თუ თქვენი შვილი ცხოვრებაში პირველად მოიგებს საფეხბურთო ჩემპიონატს, მეზობლებისა და ნათესავების მოპატიჟება არ გჭირდებათ. თუ საზეიმო მიღებას მოაწყობთ და ბავშვის გამარჯვებას გრანდიოზულად აღნიშნავთ, ის იფიქრებს, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა. ბავშვის მიღწევები ოჯახურ წრეში აღნიშნეთ და მას თქვენი სიხარული გაუზიარეთ.
- შექება ყოველთვის დროული უნდა იყოს
ბავშვი მაშინ უნდა შეაქოთ, როდესაც ის წარმატებას აღწევს. მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენიდან ერთი კვირის შემდეგ ქებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვმა ყველაფერი სიღრმისეულად რომ განიცადოს და პროცესის მთლიანობა აღიქვას, ქება დროული უნდა იყოს.
- ბავშვის შექების დროს ნეგატიური ფრაზები არ გამოიყენოთ
მშობლებს ბავშვის შექება ძალიან აშინებთ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ზედმეტად გათამამდება. თუ თქვენი შვილი სკოლაში ცუდად სწავლობს, მაგრამ სპორტში წარმატებულია, მისი მიღწევების შექებისას, სწავლაში მის წარუმატებლობას ნუ ახსენებთ. თუ ბავშვს აქებთ, მას პარალელურად შენიშნვები არ უნდა მისცეთ.
- ბავშვის შექებისას მასზე უნდა კონცენტრირდეთ
- ბავშვს სხვების შრომის დაფასება ასწავლეთ
ბავშვის ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბება თუ გსურთ, მას სხვების შრომის დაფასება უნდა ასწავლოთ. თუ ის სკოლაში წარმატებული მოსწავლეა, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. ბავშვს მასწავლებლისთვის მადლობის წერილი მიაწერინეთ. მან უნდა იცოდეს, რომ ჯგუფური მუშაობა და მიღწევები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდუალური წარმატება.
მომზადებულია verywellfamily.com - ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა