,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
ჯადოსნური ფრაზა, რომელიც გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ
ბავშვებს ხასიათი სწრაფად ეცვლებათ. ორი წუთის წინ ბედნიერი და მხიარული ბავშვი მოულოდნელად ღიზიანდება, ისტერიკას აწყობს, რაც მშობლების განწყობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. ბავშვის გაღიზიანების მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. შესაძლოა, მას თოჯინა გაუტყდა ან რამეზე იეჭვიანა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი ბრაზობს, ემოციებს ვერ აკონტროლებს და ისტერიკას აწყობს, მას მშვიდი და კეთილმოსურნე ხმით შემდეგი კითხვა დაუსვით:
„ძალიან დიდი პრობლემა გაქვს, საშუალო თუ პატარა?“
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს მეგობარმა სათამაშო არ დაუთმო, რის გამოც ის ტირის. ამ დროს ბავშვს ისტერიკის მოწყობამდე მიმართეთ და ჰკითხეთ: „ეს დიდი პრობლემაა, საშუალო თუ პატარა?“ როდესაც ბავშვი პასუხს გაგცემთ, ერთად იმსჯელეთ პრობლემის სიდიდესა და მისი მოგვარების გზებზე. ბავშვს უთხარით, რომ პრობლემის სიდიდის მიუხედავად, მისი მოგვარების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.
ფსიქოლოგები სამ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ეს ჯადოსნური ფრაზა ბავშვებზე დადებითად ზემოქმედებს და ისინი მარტივად მშვიდდებიან:
ბავშვი ამჩნევს, რომ ჩვენ მის გრძნობებს პატივს ვცემთ.
კითხვაზე პასუხის გასაცემად ბავშვი ყოვნდება და პრობლემას აანალიზებს, რაც მას დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნული კითხვის დასმით მშობლები ბავშვს შესაძლებლობას აძლევენ, რომ მან საკუთარი პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად სცადოს.