როგორ ვმართოთ ბავშვის „მიყიდე“, რომელიც გამოხატულია ტანტრუმის, აგრესიული ქცევის სახით, რა უნდა გავაკეთოთ უხერხული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად საყიდლებზე წასვლამდე და როგორ გავცეთ ყიდვის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი ისე, რომ სიტუაცია არ გავაუარესოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი.
- ხშირად ბავშვები აიკვიატებენ ხოლმე, რომ რაღაცის ყიდვა უნდათ. ამ დროს შეიძლება, მშობელს არ ჰქონდეს საშუალება ან არასაჭირო ნივთი იყოს მათთვის. რა უნდა გააკეთოს მშობელმა მანამ, სანამ ბავშვს ასეთი ქცევა ჩამოუყალიბდება?
- როდესაც ბავშვების ირგვლივ ამდენი საინტერესო, ფერადი და თვალისმომჭრელი სათამაშო, თუ პროდუქტია, გასაკვირიც არ არის, თუ ჩვენს პატარებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი მათი მიღების და რა თქმა უნდა, თვალებში ჩამსხდარი ეშმაკუნებით და მომნუსხველი ღიმილით ითხოვენ ჩვენგან, უფროსებისგან სხვადასხვა ტკბილეულის თუ სასურველი ნივთის შეძენას.
გეთანხმებით, ხშირად ეს ნივთი აბსოლუტურად გამოუსადეგარიც კი შეიძლება იყოს და ყიდვის შემდეგ 10 წუთში, სადღაც, რომელიღაც შარვლის ჯიბეში, ჩანთაში, მანქანის საბარგულში, ან სულაც ნაგავში დაიდოს ბინა, რატომ? იმიტომ, რომ უხშირესად ბავშვები უბრალოდ მოითხოვენ და დიდად არ ინტერესდებიან საჭიროა ის ნივთი მათთვის, თუ არა, ფულის ფუჭად გადაყრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
თქვენ შეკითხვაში ახსენეთ „ყიდვის აკვიატებული ქცევა“ და აქვე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთეული მოთხოვნა, დაუსრულებელი, წუწუნ-ზუზუნით გამოხატული „მიყიდეს“ მოთხოვნისგან.
ერთეული მოთხოვნის დროს, მშობელს აღნიშნული მდგომარეობის გამოყენება თავისუფლად შეუძლია მოლაპარაკების და კომპრომისის ენის სწავლების მიზნით. მოთხოვნის პასუხად მშობლის რეაგირება, ბავშვის საპასუხო რეაქცია, მშობლის ადეკვატური ემოციური რეგულირების უნარი და პატარას ახირებების მიმართ სწორი გამკლავების სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანი პრედიქტორია მომავალში სხვადასხვა სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების. მშობელი 2 ძირითადადი არჩევანის წინაშე დგას: „უყიდოს, თუ არ უყიდოს“. სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ ბავშვთან, მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს, თუ რა ფორმით ითხოვს პატარა სასურველს. ყოველთვის ხაზგასმით მიანიშნეთ და შეაქეთ, თუ მოთხოვნის ფორმა ადეკვატურია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პასუხის გაცემას აპირებთ, აქცენტი მოთხოვნის ადეკვატურ ფორმაზე გაამახვილეთ და არა თხოვნის შინაარსზე.
პრობლემა მარტივად გვარდება, თუ მშობლის გადაწყვეტილება ბავშვისთვის პოზიტიურია. მშობლის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც სასურველი ნივთის მოთხოვნას მათი მხრიდან მოჰყვება უარი, რისი ადეკვატური გაგრძელებაა, პრეტენზიების კასკადი ბავშვის მხრიდან და ახსნა-განმარტებების ან დაჟინებული ყიდვის მოთხოვნის სერია.
შემაწუხებელია, როდესაც ყიდვის იმპერატიული მოთხოვნა ხდება წინაპირობა ტანტრუმის მოწყობის, რაც განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებში გვხვდება. მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება ყველა შემთხვევაში უალტერნატივოა. მსგავსი დამოკიდებულების საშუალებით ეყრება საფუძველი სოციალური უნარების განვითარებას და ემოციური რეგულაციის სწავლებას.
- თუ უკვე ჩამოუყალიბდა ეს ქცევა, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ბავშვის „მინდაზე“ და როგორ უნდა მართონ ეს სიტუაცია?
- როდესაც ვერ ახერხებთ ქცევის დარღვევის პრევენციას და სახეზეა სასურველის მოთხოვნის არაადეკვატური ფორმა, ტანტრუმის, ქცევის დარღვევის, აგრესიული გამოხატულებების სახით, სასკოლო ასაკის ბავშვს:
მნიშვნელოვანია მკვეთრად გაუმიჯნოთ, რომ არც კი განიხილავთ მის სურვილს მანამ, სანამ ამ ფორმით გააგრძელებს სასურველის მოთხოვნას. „როგორც კი შენს მოთხოვნას ადეკვატური სახე ექნება, მოგისმენ“.
არც დადებით და არც უარყოფით პასუხს არ აძლევთ მანამ, სანამ მოთხოვნის ადეკვატურ ფორმას არ გამოიყენებს.
გააგებინეთ, რომ უსმენთ და გესმით, რასაც ითხოვს.
უარის დროს ეცადეთ, გქონდეთ ურყევი პოზიცია. სხვა შემთხვევაში წუწუნის შედეგად მიღებული სასურველი პროდუქტი იქნება წინაპირობა, რომ შემდგომშიც გაგრძელდეს მანიპულაციური ქცევა და ამ გზით მიიღოს ხოლმე სასურველი.
ეცადეთ, უარის თქმას თან ახლდეს თანაგრძნობა და ასევე გაითვალისწინეთ ყურადღების გადართვის ეფექტური სტრატეგიები.
აუცილებლად აიღეთ პაუზა პასუხის დასაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. ერთი, რომ ბავშვისკენ აგზავნით მესიჯს, რომ განიხილავთ მის წინადადებას და მეორე, რომ ნამდვილად წელავ დროს გადაწყვეტილებისთვის, რა უპასუხო, ღირს თუ არა თემატიკა მოსალაპარაკებლად, უარის ან დადებითი პასუხის სათქმელად.
ასწავლით რა ფორმით მოითხოვოს.
რა ფორმაა მისაღები თქვენთვის და ზოგადად ეფექტურია შემდგომი ურთიერთობებისთვის.
მისი მოთხოვნები განიხილება, უსმენენ და მნიშვნელობას ანიჭებენ.
- როგორ უნდა ავირიდოთ უხერხული სიტუაცია მაღაზიაში, სანამ ისტერიკაში ჩავარდება პატარა?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის ოქროს წესების შემუშავებას, რომლის გამოყენებასაც მშობელი, ჯერ კიდევ საყიდლებზე გასვლამდე მიმართავს.
ფრანკლინის სიტყვებია, თუ ჩაგივარდა მოსამზადებელი სტრატეგიები, მოემზადე ჩავარდნისთვის - „By failing to prepare, you are preparing to fail“.
მაღაზიაში წასვლამდე ეუბნებით, თუ რატომ და რისთვის მიდიხართ მაღაზიაში,
ერთად ადგენთ საჭირო პროდუქტების ჩამონათვალს. ეუბნებით, რომ გაქვთ კონკრეტული თანხა საჭირო პროდუქტების საყიდლად.
შესაძლოა, დაუსვათ შეკითხვა - გეგმავს თუ არა რამის შეძენას მაღაზიაში და აქვე სთავაზობთ მისთვის განკუთვნილ, ფიქსირებულ თანხას, რაც გაქვთ გამოყოფილი მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასევე, წინასწარ ეუბნებით, რა მოჰყვება, თუ წესებს დაარღვევს. (უხსნით დეტალურად და საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ დანაპირები შეასრულოთ კიდეც).
ბავშვი ძირითადად ითვალისწინებს წინა გამოცდილებებს ყოველი ახალი მოთხოვნისას, შესაბამისად, ყოველი მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილებისთვის გადადგმული ვერბალური თუ ფიზიკური ნაბიჯი გარკვეული გამოცდილებაა მისი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების გზაზე.
მოლაპარაკების გზა, სიტყვების შინაარსი, მოთხოვნის ფორმა და უარზე რეაგირება, აბსოლუტურად დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიაზე, პატარა ასაკის ბავშვებისთვის ტანტრუმის მოწყობა ჩვეულებრივი ამბავია, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ემოციური თვითრეგულაცია, სასკოლო ასაკისთვის „მოლაპარაკებების“ გზით მოთხოვნების მოგვარება მეტად მისაღებია, თუმცა 8 წლიდან ელოდეთ კონტრარგუმენტებს და საკუთარი მოთხოვნების ლეგიტიმურობაზე მტკიცებას. ტანტრუმები ამ ასაკში უკვე აღარ გვხვდება.
- რა არ უნდა ვუთხრათ ასეთ დროს ბავშვს, რაც უფრო მეტ ღელვას გამოიწვევს?
- დავამატებდი რამდენიმე ეფექტურ რეკომენდაციას, „ყიდვის“ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის გასაცემად.
წინადადების დასაწყისში გამოიყენეთ უარყოფითი პასუხის მიზეზი და მხოლოდ შემდეგ დააფიქსირეთ, სიტყვა „არა“ (ხშირად, პირველ სიტყვა „არა“-ს მოჰყვება ხოლმე ისეთი ფრუსტრაცია, რომ შესაძლოა, მიზეზი არც კი გააცნობიეროს ბავშვმა, ვეღარც გაიგოს).
იყავით ერთგული საკუთარი გადაწყვეტილების და ნუ შეცვლით მას. ნუ მისცემთ საშუალებას მანიპულირების, ნუ დაასწავლით, რომ ერთხელ ნათქვამი ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს, მიეცით საკუთარ სიტყვას ფასი.
შესაძლოა, ჩამნაცვლებელი სტრატეგიების გამოყენება. უარის სანაცვლოდ პოზიტიურის შეთავაზება. „ძალიან ძვირია და ვერ ვიყიდით, მაგრამ ამაზე უკეთეს ტკბილეულს სახლში ერთად მოვამზადებთ, დღეს ბებომ საუკეთესო რეცეპტი ჩამაწერინა“.
ყოველთვის წაახალისეთ მისი ქცევა, თუ უარყოფითი პასუხი მშვიდად და ადეკვატური ფორმით მიიღო - არ დაგვავიწყდეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ემოციური უნარია, რაც ემოციური თვითრეგულირების არაჩვეულებრივი მაგალითია, როგორ გაუმკლავდეს უარყოფით პასუხს, იმედგაცრუებას, როგორ დარჩეს ასერტიული აღნიშნულ სიტუაციაში.
- ხშირად მშობლები ყველას თვალწინ ტუქსავენ, ეს როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე?
- ზოგადად ნებისმიერი ტიპის, ეს იქნება საჯარო, თუ პრივატული, დასჯას აქვს თავის შედეგები. აღნიშნული ინფორმაციის სადემონსტრაციოდ საკმარისია კვლევა, რომელიც მაგალითად, 2013 წელს Child Development-ში გამოქვეყნდა. 976 მოზარდზე ჩატარებული ლონგიტუდური კვლევით, რომელიც განიხილავდა დედის და მამის უხეში ვერბალური შენიშვნების, კომენტარების, შეურაცხყოფის გავლენას მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ჰქონდა სხვადასხვა ქცევითი და გუნება-განწყობის (კერძოდ, დეპრესია) აშლილობის სიმპტომები, საკმაოდ გრძელვადიანი უარყოფითი შედეგებით.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როდის უნდა ავცრათ ბავშვი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? - აცრის საკითხის ირგვლის არსებულ კითხვებს პედიატრი ნანა საპანაძე პასუხობს
როდის უნდა ავცრათ ბავშვი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნანა საპანაძე.
- რა არის ვაქცინაცია?
- ტერმინი ვაქცინა და ვაქცინაცია მომდინარეობს Variolae vaccinae-დან (ძროხის ყვავილი); ეს ტერმინი ინგლისელმა მეცნიერმა ედვარდ ჯენერმა მოიგონა (ზოგადად, ვაქცინის ლოგიკური იდეის ავტორი და პირველი ვაქცინისშემქმნელი), ძროხის ყვავილის ვირუსის აღსანიშნავად. ეს ფრაზა მან 1798 წელს გამოიყენა თავისი წიგნის სათაურში: „კვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი, როგორც ძროხის ყვავილი“, სადაც აღწერა ძროხის ყვავილის ვირუსის დამცავი ეფექტი ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ. ჯენერის მიგნებას ბევრი პესიმისტი მოწინააღმდეგე ჰყავდა წლების განმავლობაში, თუმცა, 1840 წელს ინგლისში საბოლოოდ დამტკიცდა ვაქცინაცია, რომელიც შემდგომში მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ხოლო 1881 წელს, მე–19 საუკუნის გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა წამოაყენა წინადადება, რომ ჯენერის პატივსაცემად ეს ტერმინი გავრცელებულიყო ახალ დამცავ აცრებზეც, რომლებსაც მაშინ ქმნიდნენ. ასეც მოხდა.
ვაქცინა ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ, შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. იგი შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლული ან შესუსტებული ფორმებისგან. ეს აგენტი ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომ საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს იგი და შემდეგშიც, ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი, რომელსაც ის შეიძლება მომავალში გადაეყაროს.
ვაქცინის მიღებას ვაქცინაცია ეწოდება. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. ვაქცინაციის შედეგად მიღებულმა საყოველთაო იმუნიტეტმა მსოფლიო მასშტაბით ამოძირკა ინფექციური დაავადება ყვავილი და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მნიშვნელოვნად შეზღუდა ისეთი დაავადებები, როგორებიც არის პოლიომიელიტი, წითელა და ტეტანუსი. ვაქცინაციის ეფექტიანობა ფართოდ არის შესწავლილი და დადასტურებული. ეფექტიანობა დაამტკიცეს ისეთმა ვაქცინებმა, როგორებიცაა: გრიპის ვაქცინა, ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა, ჩუტყვავილას ვაქცინა.
- როდის უნდა ავცრათ ბავშვი?
-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ამჟამად ლიცენზირებული ვაქცინები არსებობს 25 სხვადასხვა პრევენცირებადი ინფექციის წინააღმდეგ. პროფილაქტიკური აცრებისეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრებია:
BCG – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა– ვაქცინაცია კეთდება დაბადებიდან 0–5 დღის განმავლობაში;
Hep B – B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა –ვაქცინაცია კეთდება დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში (პირველი დოზა) აცრა ტარდება მონო ვაქცინით;
DTP-HIB-HepB-IPV– დიფტერია, ყივანახველა(არაუჯრედული), ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპიB, B ჰეპატიტის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის(ინაქტივირებული)საწინააღმდეგოაცრა „ჰექსა“ – ვაქცინაცია ტარდება2, 3, 4, თვის ასაკში;
Rota–როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა.ვაქცინაცია ტარდება2- 3 თვის ასაკში;
PCVპნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგოაცრავაქცინაცია ტარდება2, 3, 12, თვის ასაკში;
MMR –წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგოაცრა –ვაქცინაცია ტარდება12 თვის და 5 წლის ასაკში;
DaPT-IPV – დიფტერია, ყივანახველა(არაუჯრედული), ჰტეტანუსის,პოლიომიელიტის( ინაქტივირებული)საწინააღმდეგოაცრა„ტეტრაქსიმი–ვაქცინაცია ტარდება18 თვის და 5 წლის ასაკში;
Td– ტეტანუსის, დიფტერიიას საწინააღმდეგოაცრა- ვაქცინაცია ტარდება14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ10 წელიწადში, 55 წლამდე;
HPV ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ვაქცინაციის დასაწყისი 10, 11, 12 წლის ასაკიდანორჯერედად. აცრებს შორის ინტერვალი 9 თვე). ჯერჟერობის მხოლოდ გოგონებში.
- რამდენად მიზანშეწონილია აცრის გადავადება?
- იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტიაა და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.
- შესაძლებელია თუ არა გართულება მოჰყვეს?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, რადგანაც ვაქცინა იმუნობიოლოგიურად აქტიური პრეპარატის, მის შეყვანას შესაძლებელია თან ახლდეს რეაქციები ან გართულებები.
ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები – ტემპერატურის მომატება, ინექციის ადგილის შეწითლება, შესიება. პათოლოგიად არ მიიჩნევა, რადგან ისინი ორგანიზმში განვითარებულ იმუნურ პასუხს ასახავს და მკურნალობის გარეშეც გაივლის. დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ რეაქციები შესაძლოა 48 საათი გაგრძელდეს. პატარას, თქვენი პედიატრის რჩევით, სათანადო დოზით სიცხის დამწევი პრეპარატი მიეცით, ამითბავშვს ვაქცინის შეყვანის ადგილას განვითარებული ტკივილიცდაუდუმდებადა ტემპერატურაც დაიწევს. წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრის შემდგომი რეაქცია შესაძლებელია მოგვიანებით მე-4-10 დღეს გამოვლინდეს, ტემპერატურის მომატებით, გამონაყრით, რაც თავისთავად გაივლის.
სხვაგვარად გამოვლენილი ვაქცინაციის გართულებები შეიძლება იყოს ანაფილაქსიური (ალერგიული) შოკი, კრუნჩხვა, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევა, ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.გართულებათა მიზეზი შესაძალებელია იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები, უხარისხო ვაქცინები, ვაქცინების ტრასნპორტირებისა და შენახვის წესების, აგრეთვე ინექციის წესების დარღვევა. ამიტომ ვაქცინაცია შესაბამისი დებულებების სრულყოფილი დაცვით უნდა წარმოებდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე, მავნე მინარევებისაგან გასუფთავებული ვაქცინები იშვიათად იწვევს გართულებებს. ვაქცინაციამდე ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა პატრას აცრის უკუჩვენება.
უკუჩვენებები კი მართლაც არსებობს, მაგალითად, ბავშვის აცრა დაუშვებელია, თუ წინა აცრაზე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონდა ან ამ ეტაპზე აქვს რაიმე მწვავე დაავადება. ცოცხალი ვაქცინები(მაგალითად, წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა) არ ტარდება შიდსით ან სიმსივნით დავადებულ პირებში, ორსულებში; დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას საწინაღმდეგიო აცრა დაუშვებელია პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიის დროს.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს ზაფხული და გარემოს მაღალი ტემპერატურა.
- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი აცრისთვის?
- აცრების შესახებ ყველა წვრილმანს, თუ როგორ მოამზადოთ პატარა აცრისთვის, ასევე, როგორ მართოთ აცრის შემდგომი პერიოდი,თქვენი ბავშვის პედიატრი გაგაცნობთ, თუმცა შემიძლია რამდენიმე მათგანი წინასწარ გითხრათ.
2 თვის ასაკში, აცრის წინ სასურველია ბავშვთა ნევროლოგმა ნახოს, რათა გამოირიცხოს ჭეშმარიტი უკუჩვენება ნევროლოგიური სისტემის დაავადების გამო;
კარგია წინასწარ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მომარეგება;
აცრის წინ ანტიალერგიული მედიკამენტების მიცემა არ არის მიზანსეწონილი, რადგანაც ეს მედიკამენტები თრგუნავენ იმუნურ რეაქციებში მონაწილე ჰისტამინის გამომუშავებას. შესაბამისად შეფერხდებასრულყოფილი იმუნიტეტის ჩამოყალიბება;
აცრის წინ მოზრდილ ბავშვს ეცადეთ აუხსნათ აცრის მნიშვნელობა, და გააფრთხილოთ, რომ ნემსის ჩხვლეტა არ არის სრულიად უმტკოვნეულო.
დღევანდელი სისტემატიზაციის პირობებში ექიმს შეუძლია პორტალიდან ნახოს ინფორმაცია თქვენი პატარას აცრების შესახებ, მაგრამ უმჯობესიათან გქონდეთ დოკუმენტი ჩატარებული აცრების შესახებ.
წლებმა დაადასტურა ვაქცინაციის ეფექტურობა დიდი ეპიდემიებისა და პანდემიების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს. ჩვენ 21-ე საუკუნის ადამიანებს ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ჯანსაღ, თავისუფალ ცხოვრებას, ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებზე.