Baby Bag

​,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები''

​,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები''

,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები'' - აღნიშნულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს. 

,,ვისაც გაინტერესებთ, თუ რატომ არის მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი ტყუილი, ხოლო ექიმის მიერ მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა კი მავნებლობა, ა ბატონო, ჩაუჯექით,'' - აღნიშნავს ექიმი.

წყარო: FB

,,ამ მედიკამენტების მიღება არა თუ არ შველის არაფერს, არამედ აზიანებს'' - ექიმის რეკომენდაც...
ექიმი არჩილ მარშანია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს საჭირო და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ნახეთ ვიდეო ☝️
,,დელტა (ინდური შტამი) ვარიანტი მალე დომინანტური გახდება, ის უფრო მაღალი გადამდებლობით და...
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია დელტა შტამის შესახებ საუბრობს. მის ნათქვამს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:,,დელტა (ინდური შტამი) ვარიანტი მალე დომინანტური გახდება, ის უფრო მაღალი გადამ...
მენსტრუაცია და ვაქცინა - თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს
მენსტრუაცია და ვაქცინა - თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს. მისი თქმით, მენსტრუაცია არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება. ნახეთ ვიდეო ☝️

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული?

რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელია უფრო გავრცელებული? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი ია ჯალაღანია ესაუბრა.

- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ნაწლავური ინფექცია?

-ნაწლავური ინფექცია, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ინფექციური პათოლოგიაა, რომლის დროსაც ვითარდება ნაწლავის ანთება. კლინიკურად მისთვის დამახასიათებელია ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, უპირატესად დიარეა (დღის მანძილზე სამჯერ ან მეტჯერ არსებულ ნაწლავთა მოქმედება უპირატესად სითხისშემცველი მასებით),თუმცა დიარეა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ საქმე ნაწლავურ ინფექციასთან გვაქვს.

- რა სახის ნაწლავური ინფექციები გვხვდება ბავშვებში და განსაკუთრებით ზაფხულში რომელი უფრო გავრცელებულია?

დაავადება წლის ყველა პერიოდში გვხვდება, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით ხშირია ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, ზაფხულში - ბაქტერიული ინფექციები. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებასთან მეტი კონტაქტიაექსკურსიების, ლაშქრობების, დასვენების სახით.ამასთან, ჰიგიენური ნორმების დარღვევა ცნობიერად თუ არაცნობიერად, მოგეხსენებათ, პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა.

- რა არისნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზი?

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ბაქტერიები (კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა) ;
  • ვირუსები (როტავირუსი და ნოროვირუსი);
  • პარაზიტული აგენტები (კრიპტოსპორიდია და ლამბლია);
  • ჰელმინთები და ზოგიერთი პარაზიტული ინფექციები(Isospora Belli, Strongyloides Stercocalis, Trichuris trichiura, Entamoeba Histolytica).

- რა სიმპტომებით ხასიათდება?

- ძირითადი და მთავარი სიმპტომებია: დიარეა, გულისრევა, ღებინება, მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი, უმადობა, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები, ტემპერატურის მატება.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებასთან ერთად, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა დამატებით ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.ნებისმიერი ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეა დაახლოებით ერთნაირი კლინიკით ვლინდება, თუმცა მკურნალობის სწორი ტაქტიკისთვის მნიშვნელოვანია გამომწვევი შესაძლო მიზეზის იდენტიფიცირება (პირველადი და ძირითადი კვლევა განავლის საერთო ანალიზია). ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სისხლიანი დიარეის არსებობა, ვინაიდან აღნიშნულის შესაძლო, მძიმე და საშიში გართულებაა ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS), რომლისთვისაც დამახასიათებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). რაც შეეხება მკურნალობას, აქ უმთავრესია სწორად და მდგომარეობის შესაბამისად მიწოდებული სარეჰიდრატაციო საშუალებები, სიმპტომური მკურნალობა და მართვა. ბინაზე უმართავი მდგომარეობისა და ჩივილების ინტენსივობის მატების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს დეჰიდრატაციის რისკის შეფასება და ჰოსპიტალიზაციის ჩვენების არსებობა/არარსებობა.

- პრევნეციის საშუალებებზეც რომ ვისაუბროთ.

- მთავარი და ძირითადი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვაა, რაც გულისხმობს ხელების ჰიგიენას, საკვები პროდუქტების სწორ დამუშავებას, ინდივიდუალური ჰიგიენური ნივთების გამოყენებას, ინფიცირებულთან კონტაქტის არიდებას.

R. 

წაიკითხეთ სრულად