,,საუკუნის აფიორა საქართველოში - ურეკის და მაგნეტიტის მაგნიტური ქვიშები'' - აღნიშნულ თემაზე ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს.
,,ვისაც გაინტერესებთ, თუ რატომ არის მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი ტყუილი, ხოლო ექიმის მიერ მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა კი მავნებლობა, ა ბატონო, ჩაუჯექით,'' - აღნიშნავს ექიმი.
რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან?
რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.
- რა არის მზის დაკვრა და როგორ ვითარდება?
- ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების და გარემოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება - სხეულის ტემპერატურის მომატება, გადახურება ანუ მზის დაკვრა. როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას ხდება გადახურება. არაადეკვატური თერმორეგულაცია იწვევს შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.
- მზის დაკვრის მხრივ ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფში ხომ არ შედიან?
- მზის დაკვრა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: ბავშვები და მოხუცები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
- რა სიმპტმებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში?
სხეულის ტემპერატურის მომატება, 40*C- მდეც კი;
გულისრევა, პირღებინება;
ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კანი მშრალი, წითელი და ცხელია;
სუნთქვა გახშირებულია და პულსი ტაქიკარდიული;
მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულყრა და უგონო მდგომარეობაც კი;
- როგორ დავეხმაროთ პატარას?
პირველ რიგში, ბავშვი გადაიყვანეთ გრილ ადგილას - ჩრდილში ან გრილ ოთახში;
გახადეთ ტანსაცმელი;
გადაავლეთ გრილი წყალი ან დაადეთ ცივი საფენები (თავზე, კისერზე, საზარდულის არეში);
მიეცით სითხე ან ელექტროლიტები დიდი რაოდენობით;
სიცხის დამწევი მედიკამენტი - მაღალი ცხელების შემთხვევაში;
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება (112).
- როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დაკვრა?
- ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მზის დაკვრის საშიშროება. თავდაპირველად, მოარიდეთ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნას და ჩააცვით გარემოს ტემპერატურის შესაბამისი ტანსაცმელი. განსაკუთრებით მოერიდეთ მზეზე ყოფნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პერიოდში - 11:00-17:00-მდე. წაუსვით თქვენს პატარებს კანზე მზის დამცავი საშუალებები 50-SPF დაცვით, თავზე დააფარეთ ღია ფერის ქუდი და დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე.