„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი
ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ზამთრის პერიოდში ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად საინტერესო რჩევები მოგვცა:
„სრულიად შესაძლებელია შემოდგომასა და ზაფხულში მისაღები ნივთიერებების მიღება ზამთარში. მაგალითად, პომიდორი შეიცავს ლიკოპინს, ნივთიერებას, რომელიც ხასიათდება მკვეთრი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით. ზამთარში პომიდორი არ გვაქვს, მაგრამ ლიკოპინი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება ბანანში, გრეიფრუტში. ამიტომ ლიკოპინის დეფიციტი არ გვექნება.“
თამარ ხუციშვილის თქმით, ზამთარში ციტრუსები იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა:
„რაც შეეხება იმუნიტეტს, ზამთარში უხვად გვაქვს ციტრუსები, რომელიც არის C ვიტამინის წყარო. ციტრუსი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის ნაკლებ მიმღებლობასა და მიღების შემთხვევაში მასთან გამკლავებაში. თუ თქვენ მიიღებთ დღეში ერთ კივს, ჩათვალეთ, რომ C ვიტამინის დღიური დოზა მიღებული გაქვთ.“
„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვწყუროდეს, დღეში ლიტრა-ნახევარი, ორი ლიტრი წყალი მივიღოთ. არსებობენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ: ვცდილობ, რომ მივიღო დღეში 3-4 ლიტრი წყალი. ამის სარგებლის მტკიცებულება არსად არ არსებობს,“ - აღნიშნულ საკითხზე ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.