„სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას“ - რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი?
რა ასაკიდან დავაწყებინოთ ბავშვს მასაჟი, რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ არის მიზანშეწონილი? ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედი ამირან შარაბიძე.
- რა ასაკიდან არის მისაღები ბავშვებისთვის მასაჟის დაწყება?
- მასაჟის დაწყება შეიძლება დაბადების პირველივე თვეებიდან, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კომპეტენტურ სპეციალისტთან.
- რატომ არის სასარგებლო მასაჟი და რა შემთხვევებშია აუცილებელი ან პირიქით, არ არის რეკომენდებული?
- ბავშვთა ასაკში მასაჟს შეიძლება ჰქონდეს, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ასევე სამკურნალო, საპროფილაქტიკო და საკორექციო დანიშნულება. ზოგადად, მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ბავშვისათვის. მასაჟი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე, აუმჯობესებს მოტორიკას.
კურსის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. მასაჟი უნდა იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, ამიტომ საჭიროა ზუსტად შეირჩეს მისი სახეობა და ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, რადგან მას სარგებლობის მაგივრად უარყოფითი შედეგი მოაქვს.
სწორად შერჩეულ და ხარისხიანად ჩატარებულ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დაავადების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა:
მენჯ-ბარძაყის;
დისპლაზია;
ტერფმრუდობა;
სქოლიოზი;
კიფოზი;
მოტორიკის დარღვევა და/ან ჩამორჩენა;
ბავშვთა ცერებრალური დამბლა და სხვა...
მასაჟის გაკეთება სასურველი არაა დაავადებების მწვავე ფაზაში, მაღალი ტემპერატურის დროს. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს მკაცრად უნდა შეირჩეს დატვირთვის ხარისხი.
- ფეხის ადგმის პროცესში საჭიროა თუ არა?
- სიარულის სასწავლად მასაჟის კურსი ჩატარების საჭიროება ჯანმრთელ, ნორმალური განვითარების ბავშვებთან არ დგას, თუმცა საყრდენ-მამოძრავებელი ან ნერვული სისტემის პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„იმისთვის, რომ ბავშვი სწორად ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს სწორი და გამართული მეტყველება,“ - ეკა ჭავჭავაძე
მეტყველების თერაპევტმა ეკა ჭავჭავაძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მიზეზად მშობლებთან კომუნიკაციის დეფიციტი დაასახელა:
„იყო პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტ დროს ბავშვთან ატარებდნენ მისი მშობლები, განსაკუთრებით დედა. ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც ფსიქო-ემოიცური წრის გარკვეული დარღვევები აქვთ, დროის ძირითად ნაწილს ატარებენ ძიძებთან, ნათესავებთან და არა მშობლებთან. ფსიქო-ემოციური წრის დარღვევებზე გავლენას ახდენს კომპიუტერი, ტელევიზია, მრავალენოვან არხებზე ხელმისაწვდომობა.“
ეკა ჭავჭავაძის თქმით, ბავშვის სწორად ამეტყველებისთვის აუცილებელია, რომ მას თავას ესმოდეს გამართული და სწორი მეტყველება:
„იმისთვის, რომ ბავშვი სწორად ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს ნორმალური, სწორი და გამართული მეტყველება. დღეს არის სიტყვიერი კომუნიკაციის გლობალური დეფიციტი. როგორც ბავშვები, ასევე დიდები აღარ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ბავშვებში დაგვიანებული მეტყველების უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მასთან არ ხდება ნორმალური კომუნიკაცია და ის ურთიერთობის დეფიციტს განიცდის.“
„რა თქმა უნდა, ძალიან დაღლილები ვართ და შვებაა, როდესაც ბავშვი თავისთვის ერთობა, მაგრამ ეს შემდგომში ნეგატიურ შედეგებს იძლევა და ამიტომ სჯობს, რომ ცოტათი მაინც მოვიცალოთ მათთვის. შევარჩიოთ ძიძა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვის მოვლა-პატრონობით და კვებით, არამედ შეეცდება, რომ რამდენადმე მაინც ჩაუნაცვლოს ბავშვს დედაც, მამაც. უფრო აქტიური ძიძები რომ შევარჩიოთ ამ კუთხით, კარგია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ჭავჭავაძემ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.