Baby Bag

ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით?

ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით?
ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, პროფესორი სოფო ტატიშვილი საუბრობს. 

მისი თქმით, არ არსებობს კონკრეტული რისკი, რომ რომელიმე კონკრეტულ ოჯახს ასაკობრივი ან სხვა თვასაზრისით შეიძლება, რომ გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით: 

,,ცერებრული დამბლა არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული. ასფიქსია (ჟანგბადის უკმარისობა), დღენაკლობა ან 2 წლის ასაკამდე თავის ტვინის ნებისმიერმა ტიპის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დამბლა. ეს არ არის გენეტიკური და პროგრესირებადი დაავადება,'' - აღნიშნა სოფო ტატიშვილმა. 

ცერებრული დამბლა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ინფექციის, მუცლადყოფნის პერიოდში დედის სტრესის ან მშობიარობის დროსაც.  


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

„გაზიარება, თვალით კონტაქტი და თანატოლებთან თამაში რომ არ უყვარს ბავშვს, ეს ძალიან საყურად...
​ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ნეიროგანვითარების დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელო...
„არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა,“ - ბავშვთ...
​ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვის განვითარებისთვის ხოხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხოხვის გამოტოვება ბავშვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს:„არანაირი პრობლემა არ არის, როდესაც ხ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება დაასახელა, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს:

„3 ძირითადი მოთხოვნილებააო, ასე ამბობენ ანალიტიკოსები. ერთი არის სარკისებური მოთხოვნილება. სარკეში რომ ჩაიხედავ და ეკითხები: ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა უნდა გიპასუხოს სარკემ? უნდა გიპასუხოს, რომ შენ ხარ. ამას ვინ გიკმაყოფილებს? მარტო მშობელი, სხვა ვერავინ, ისიც ბავშვობაში. მერე რამდენიც უნდა გეძახონ, ლამაზი ხარო, ვერ აკომპენსირებს.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით მშობლის სახით იდეალური ადამიანი ჰყავდეს:

​მეორე მოთხოვნილება არის იდეალიზაციის. ადამიანს სჭირდება იდეალური ვიღაც, დედა ან მამა. „მამაჩემი ყველაზე ღონიერია, ახლა მოვა, ყველას გადაგყრით აქედან,“ - ბავშვი რომ ამბობს. როგორც ზრდასრულისთვის უსაფრთხოების გარანტი ღმერთია, ბავშვისთვის მარტო მშობელია ეს გარანტორი. მთელი უსაფრთხოება, როგორც ბავშვობაში, ასევე მომავალში დგას ბავშვობის გამოცდილებაზე. მე იდეალიზაცია მჭირდება. თუ ეს ვერ დამიკმაყოფილეს მშობლებმა, ადამიანზე ჩაციკვლა მემართება, ან ვეღარ ვიტან ადამიანს, ყველა ავტორიტეტი მძულს. დააკვირდით, ვინ ილანძღება, ვინც არის ბავშვობაში ძალიან ტრავმირებული. ეს ტრავმირებული ხალხია, რომლებიც ბავშვობაში თვითონ დასტრესილები არიან და ასე გამოხატავენ. ვისაც პატივისცემა არ აქვს, მას თვითონ არ სცეს პატივი არასდროს და არ იცის, რატომ უნდა სცეს ვინმეს პატივი.“

„მესამე არის, რომ ბავშვობიდან გვინდა ვგავდეთ სხვას. ძალიან გაშინებს, თუ არ ჰგავხარ. თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მერე რაღაცას იმატებს ადამიანი გარეგნობაში, რომ კომპენსაცია გაუკეთოს ამას,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად