Baby Bag

როგორ უნდა უთხრათ ქმარს, რომ ორსულად ხართ - ორიგინალური გზები და მეთოდები

როგორ უნდა უთხრათ ქმარს, რომ ორსულად ხართ - ორიგინალური გზები და მეთოდები
მომავალი მამები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ მალე შვილი ეყოლებათ, როგორც წესი, ამ სასიამოვნო სიახლეს დიდი სიხარულით ხვდებიან. თუ ორსულად ხართ და თქვენი მეუღლისთვის აღნიშნული სიახლის შესახებ თქმის საინტერესო და ორიგინალურ მეთოდებს ეძებთ, ეს ​სტატია სწორედ თქვენთვისაა. შეგიძლიათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სახალისო ხრიკებიდან თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი იდეა შეარჩიოთ და მეუღლეს სასიამოვნო და დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყოთ.

სიურპრიზი ოთხფეხა მეგობრისგან

თუ გსურთ, რომ თქვენი ორსულობის შესახებ ქმარს სასიამოვნო და ამავდროულად მოულოდნელი გზით შეატყობინოთ, შეგიძლიათ, დახმარებისთვის თქვენს ოთხფეხა მეგობარს მიმართოთ. ფურცელზე გააკეთეთ მსგავსი შინაარსის წარწერა : „დედიკო ორსულადაა“ (შეგიძლიათ ტექსტი თქვენი გემოვნებით შეცვალოთ) და ძაღლს საყელოზე მიამაგრეთ. როდესაც შინ დაბრუნებულ მომავალ მამიკოს ოთხფეხა მეგობარი კართან ამ სასიხარულო ცნობით დახვდება, შესაძლოა, თქვენმა მეუღლემ სიხარულით გონებაც დაკარგოს, ამიტომ პირველადი დახმარების გასაწევად მზად იყავით.

„დამზადებულია სიყვარულით“

გურმანი მეუღლე თუ გყავთ, უმჯობესია, თუ ამ სასიხარულო სიახლეს მისთვის სასიამოვნო და საინტერესო გზით შეატყობინებთ. როდესაც სავახშმოდ მაგიდასთან დასხდებით, თქვენს მეუღლეს უთხარით, რომ ღუმელში მისი საყვარელი დესერტი გაქვთ გადამალული და შეუძლია მიირთვას. ღუმელთან მისულ მსუნაგ მამიკოს სასიამოვნო სიურპრიზით გააკვირვებთ. ღუმელში წინასწარ მოათავსეთ პატარა ნამცხვარი, რომელსაც შესაბამისი წარწერა ან გამოსახულება უნდა დაურთოთ. როდესაც თქვენი მეუღლე მიხვდება, რომ ღუმელში დესერტის გარდა მას მეორე, გაცილებით სასიხარული სიურპრიზი დახვდა, არ არის გამორიცხული, რომ სიხარულისგან ხმამაღლა იყვიროს და ცრემლებიც კი წასკდეს.

წარწერა მაისურზე

თუ თქვენ და თქვენს მეუღლეს ბავშვი უკვე გყავთ და აღმოაჩენთ, რომ მეორეს ელოდებით, თქვენი უფროსი შვილისთვის ახალი მაისური შეიძინეთ, რომელსაც სპეციალური წარწერა უნდა ამშვენებდეს, მაგ. „I’m a Big Brother” ან „I’m a Big Sister”. თქვენი მეუღლე შვილის ახალ ტანსაცმელს აუცილებლად შეამჩნევს და წარწერის წაკითხვის შემდეგ გონზე მოსვლა ძალიან გაუჭირდება.

ტკბილი სიურპრიზი

მეუღლისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობა თუ გსურთ, თემატური სადილი გამართეთ. მაგიდა საბავშვო ტკბილეულით უნდა გაავსოთ, თავად კი ხელში საბავშვო ორცხობილებით სავსე ჯამი მოიმარჯვეთ. თქვენი მეუღლე სიხარულს და აღტაცებას ვერ დამალავს.

წარწერა მუცელზე

მუცელზე წარწერის გაკეთება მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მომავალ მამიკოს კი უსაზღვროდ გააბედნიერებს. მეუღლის სამსახურიდან დაბრუნებამდე მუცელზე წითელი პომადით წარწერა გაიკეთეთ: „მომავალი მამიკო“ ან „გილოცავ, შენ მამა გახდები.“

პასტა სოუსით და მოულოდნელი სიურპრიზით

სადილამდე რამდენიმე საათით ადრე პასტისთვის სოუსი მოამზადეთ, ფურცელზე დაწერეთ: „მომავალი მშობლები“ ან ნებისმიერი ფრაზა, რომელიც თქვენ მოგწონთ. მეუღლეს სადილისთვის პასტის მირთმევა და მომზადება შესთავაზეთ. როდესაც მაგიდას მიუსხდებით, მისთვის განკუთვნილ თეფშზე გემრიელ კერძთან ერთად წინასწარ მომზადებული ფურცელიც მოათავსეთ. სადილი საოცრად მხიარულ განწყობაზე ჩაივლის.

სიურპრიზი ჩანთაში

თუ თქვენი მეუღლე სპორტითაა გატაცებული, საჩუქრად სპორტული ჩანთა უყიდეთ. ჩანთაში კი წერილი მოათავსეთ წარწერით: „მამიკოს მომავალი პრინცი/პრინცესა“. თქვენი მეუღლე სიხარულისგან, შესაძლოა, ატირდეს კიდეც.

წარწერა ბოთლზე

მეუღლე რესტორანში სადილად დაპატიჟეთ. წინასწარ შეიძინეთ საბავშვო ბოთლი, დეკორატიულად გააფორმეთ და გაალამაზეთ. რესტორნის მომსახურე პერსონალს წინასწარ შეუთანხმდით, რომ შეკვეთილი სასმელი მეუღლეს საბავშვო ბოთლით მოართვან. თავდაპირველად მომავალი მამიკო, შესაძლოა, დაიბნეს და ვერ მიხვდეს, რა ხდება, მაგრამ დაბნეულობა მალე გადაივლის. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი მეუღლე ამ უბედნიერეს წუთებს არასდროს დაივიწყებს. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

​90-იანების ფილმები, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

​90-იანების ფილმები, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი

​MomsEdu.ge განტვირთვის მიზნით გთავაზობთ 90-იანების ფილმებს, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი. 

Titanic (1997)-ტიტანიკი


ჯეკისა და როუზის სევდიანი, თუმცა ლამაზი სიყვარულის ისტორია 90-იანებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და ალბათ ბევრ ჩვენგანს არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ეს მის ხელახლა ყურებას და ახალგაზრდების სიყვარულის ისტორიით კიდევ ერთხელ დატკობობას ხელს არ უშლის.

Clueless (1995)-სულელი


ფილმი დაფუძვნებულია ჯეინ ოსტინის რომანზე „ემა“ , რომლის თანამედროვე დეკორაციად ბევერლი ჰილსია წარმოჩენილი. ფილმი მდიდიარ საშუალო სკოლის მოსწავლეზე მოგვითხრობს , რომელიც ცდილობს ახალი მოსწავლის გარდასახვას. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო და ითვლება, რომ ის არის ყველა დროის საუკეთესო თინეიჯერული ფილმი.

Pulp Fiction (1994)-მაკულატურა


ფილმი მოგვითხრობს კრიმინალური ლოს ანჯელესის რამდენიმე ისტორიას , რომლებიც ქრონოლოგიურად ერთმანეთს არ მიუყვება , დროის დიდი ნაწილი ეთმობა დიალოგებსა და მონოლოგებს, რომლებშიც ვლინდება პერსონაჟების იუმორის გრძნობა და მათი ცხოვრებისეული ხედვები, საბოლოო ჯამში კი ფილმი მაკულატურა აშშ-ში შეტანილია ფილმების ეროვულ რეესტრში , როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიურად მნიშვნელოვანი“ ნამუშევარი.

The Lion King (1994)-მეფე ლომი


დისნეის რიგით 32-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი მეფე ლომი აფრიკაში ბინადარ ლომების შესახებ მოგვითხრობს. ითვლება, რომ სიუჟტი გარკვეულწილად შთაგონებულია უილიამ შექსპირის ცნობილი პიესის „ჰამლეტის“ სიუჟეტით. ფილმს მიღებულიი აქვს 2 ოსკარი და ორი ოქოროს გლობუსი.

Forrest Gump (1994)-ფორესტ გამპი


ეს კომედიურ-დრამატული ფილმი გონებაჩამორჩენილი, თუმცა გულთბილი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, ის დაფუძნებულია უინსტონ გრემის 1986 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმში ვხვდებით ვიეტნამის ომის პრობლემებს, პოლიტიკურ სიმბოლიკებს და სხვა და 70-80-იანი წლების ახალგაზრდული ცხოვრების დეტალებს.

The Matrix (1999)-მატრიცა


ძმებ ვაჩოვსკების ფილმი მატრიცა მომავალს შესახებ მოგვითხრობს, სადაც რეალობა ვირტუალურ სახეს ატარებს. ამ ყველაფერის წინააღმდეგ კი „ნეო“ და სხვა გმირები იწყებენ ბრძოლას. ფილმში შევხვდებით კიბერპანიკის, ჰაკერული სუბკულტურების, ფილოსოფიური და რელიგიური სახის ელემენტებს.

Before Sunrise (1995)-მზის ამოსვლამდე


ფილმი ორ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრების ადმიანის სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამერიკელი ჯესი მატარებელში გაიცნობს ფრანგ სელინს და აქ იბადება მათ შორის გრძნობა. 2004-2013 წლებში გამოვიდა ფილმის შემდეგი ნაწილებიც.

Groundhog Day (1993)- ზაზუნას დღე


ფილმი ეგოისტ ამინდის გამომცხადებელ ფილ კონორსზე მოგვითხრობს, რომლისთვისაც ყოველ დილით 2 თებერვალი თენდება. თავდაპირველად გმირი 24 საათს უყურებდა როგორც საშუალებას თვითკმაყოფლების მოსაპოვებლად, თუმცა შემდეგ იგივე 24 საათს უყურებს, როგორც ახალი ცოდნისა და თვისებების შეძენის საშუალებას. საბოლოო ჯამში ფილმი გვიტოვებს კითხვას- „ რაში ვხარჯავთ ჩვენს ძვირფასს დროს?“

Pretty Woman (1990)-ლამაზმანი


მსოფლიოსი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი რომანტიკუი კომედია ფინსური მაგნატი ედვარდის და მეძავი ვუვიენის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ჯულია რობერტსმა ამ ფილმიში მიიღო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობის როლზე.

Schindler's List (1993)-შინდლერის სია


ფილმში ნაჩვენებია ოსკარ შინდლერის გმირული საქციელი, მან ებრაელთა ჰოლოკოსტის პერიოდში იხსნა ათასობით ებრაელი და დაასაქმა საკუთარ საწარმოში. რეჟისრომა სპილბერგმა გადაწყვიტა ფილმი შავ-თეთრი ყოფილიყო, რითაც დოკუმენტური კადრების მსგავსი ეფექტი შეიქმნებოდა.

Fight Club (1999)-მებრძოლთა კლუბი


დევიდ ფინჩერის ეს საკულტო ფილმი გამოირჩევა განსხვავებული სიუჟეტით , არაორდინალური რეჟისურით და თავისებური იუმორით. მებრძოლთა კლუბში ადამიენები ერთმანეთს ეჩხუბებიან და ამით ისინი თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ. მნიშვნელოვანია ისიც რომ ფილმში შევხვდებით ადამიანის მატერიალიზმისადმი დამოკიდებულებას , რომელიც სრულიად განსხავევბულად არის წარმოჩენილი.

Home Alone (1990)-მარტო სახლში


ეს ფილმი ბევრისთვის ახალი წლის განუყრელი ნაწილია, ამერიკული საოჯახო კომედიური ფილმი მაკალისტერების ოჯახზე მოგვითხრობს, რომლებიც პარიზში მიემგზავრებიან. მსგავს არეუობაში კი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კევინი სახლში რჩებათ , ბიჭუნას კი ორ მზარცველთან უწევს გამკლავება.

The Parent Trap (1998)-მახე მშობლებისთვის


ფილმი მოგვითხრობს ტყუპი დების ისტორიას, რომლებიც ბავშვობიდან ერთმანეთს დააშორეს , ისინი ერთმანეთს ბანაკში ხვდებიან და ადგილების გაცვლას გადაწყვეტენ. საოჯახო კომედია, შესანიშნავი სიუჟეტით და მსახიობებით ნებისმიერ ასაკში სასიამოვნო საყურებელია.

The Silence of the Lambs (1991)-კრავთა დუმილი


ფილმი გადაღებულია ტომ ჰარსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ეს ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც მოგვითხრობს სტაჟიორ კლარისა სტარლინგის და ჰანიბალ ლექტერის-კანიბაიზმის მიმდევარის და სერიული მკვლელის ისტორიას. კრიტიკოსების აზრით, ფილმი არის ყველა დროის ერთ-ერთი გემოვნებიანი ფილმი.

Mulan (1998)-მულანი



ფილმი დაფუძვნებულია „ჰუა მულანის“ ჩინურ ლეგენდზე. ფილმში ჩინეთს იპყრობენ ჰუნები რის გამოც ყველა ოჯახი ვალდებულია ერთი მამაკაცი შესწიროს ჯარს.მულანი კი მამაკაცის ფორმას გადაიცვამს და მტრის გეგმების ჩაშლაშიც დიდ როლს შეასრულებს.

ავტორი: თამთა შერმაზანაშვილი
წაიკითხეთ სრულად