Baby Bag

,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’

,,ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც’’

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ორსულ ქალბატონებს განსაკუთრებული სიფთხილისკენ მოუწოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. როგორ უნდა შევუქმნათ მათ ნაკლებად სტრესული გარემო, რომ მარტივად გაუმკლადნენ პანდემიას, აღნიშნულის შესახებ ​MomsEdu.ge ფსიქოლოგ მედიკო ოქროაშვილს ესაუბრა:

„ორსულ ადამიანს ორმაგი სტრესი და პასუხისმგებლობა აქვს, რადგან მას საკუთართან ერთად, ნაყოფის ჯანმრთელობაზეც უწევს ფიქრი, ამასთან, ის ორმაგად ბრძოლისუნარიანია. სწორედ ამიტომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ორსული შეძლებს ამ ვირუსთან გამკლავებას. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას ორსული ადამიანის წინაშე, ვალდებულები ვართ, მოვარიდოთ ნეგატიურ განწყობას, მუდმივად არ ვესაუბროთ იმაზე რომ, მეტად ფრთხილად უნდა იყოს, არ დავძაბოთ და სტრესში არ ვამყოფოთ ამის გამო. მივანდოთ მას საკუთარი თავი, რადგან ორსული ადამიანი ჩვენზე მეტად ძლიერია და მან უკეთ იცის, როგორ დაიცვას საკუთარი თავიც და ნაყოფიც. აუცილებელია, ორსულებმა სტრესის მოხსნის მიზნით, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, დღეში ერთხელ ცოტა ხნით მაინც გავიდნენ სუფთა ჰაერზე, უახლოეს სკვერში, ბუნებაში, სადაც თავისუფლად სუნთქვას შეძლებენ. ეს ნამდვილად დაეხმარება მათ,“- აღნიშნავს მედიკო ოქროაშვილი.

ავტორი: სოფიო შავაძე

„თავი აარიდეთ შემაშფოთებელი ახალი ამბების ყურებას“ - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელ...
ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები თარგმნა, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები მოსახლ...
მოსალონდელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, რ...
​გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე კორონავირუსის პანდემიის დროს ორსულებს რეკომენდაციებს აძლევს. მის რჩევებს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი ოფიციალურ გვერდზე აქ​ვეყნებს.„მოგახსენებთ,...
„ორსულები კორონავირუსის გამო რაიმე განსაკუთრებული რისკის ქვეშ არ არიან“
„ორსული ჯანმრთელი ადამიანია, კორონავირუსის გამო რაიმე განსაკუთრებული რისკის ქვეშ არ არიან“, - აღნიშნულის შესახებ რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგმა პროფესორმა არსენ გვენეტაძემ „იმედის“ ეთერში ჩართვისას&nb...
„ბავშვს ახლა აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად მშობლებთან ერთად იყოს, ამაზე ბედნიერი ვერასდროს ი...
​საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თვეზე მეტია მოქმედებს, სახელწიფო და მედპერსონალი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ეს ის დროა, როდესაც ყველა მშობელი სახლშია და უწევს სწორად აუხსნას ბა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად