„ძალიან ღია ურთიერთობა მაქვს ყველასთან. ყველამ ყველაფერი იცის. არანაირი საიდუმლოებები არ მაქვს. რამე თუ მინდა ვეუბნები მამასაც, დედასაც, ბებიასაც და ბაბუასაც.“
ჯაბა კილაძის თქმით, ის მშობლების ძალიან მადლიერია, რადგან ისინი სტერეოტიპების მიხედვით არ ზრდიდნენ:
„მე ვემადლიერები ჩემს მშობლებს. იყო სტერეოტიპული შეხედულებები აღზრდაზე, რომ თუ ამას ასე არ აკეთებდი, არ შეიძლებოდა. სკოლაში ფორმით უნდა გვევლო ყველას. მახსოვს, დედამ პირველ კლასში არ ჩამაცვა ფორმა. ეს განხილვის საგანი გახდა. თავიდანვე მიმაჩვია დედამ თავისუფალ აზროვნებას. სახლში ყოველთვის მქონდა უფლება, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა. არც დედა, არც მამა არ მაიძულებდნენ, რომ საწინააღმდეგო გამეკეთებინა. ასე იყო მავნე ჩვევებზეც. ამან მერე იმოქმედა.“
ციცინო კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ის შვილის აღზრდისას გადაწყვეტილებებს მარტო არასდროს იღებდა და ყოველთვის მეუღლესთან ერთად მსჯელობდა.
„რა თქმა უნდა, იყო რაღაცები, რომ გამკვირვებია, მწყენია, მტკენი ჩემი შვილისგან, მაგრამ ყოველთვის განსახილველი ხდებოდა ეს ოჯახში. მარტო არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება, როგორ მეპასუხა ამისთვის. ჩვენ ხელი არ გაგვიშვია მთელი ცხოვრება ერთმანეთისთვის. არასდროს არ ვუწევდით წინააღმდეგობას არაფერში. მის აზრს ყოველთვის ვუწევდით ანგარიშს. მერე ვცდილობდით სწორ კალაპოტში ჩაგვეგდო. არასდროს დაგვიტოვებია უყურადღებოდ. როდესაც ოჯახში სიყვარულია და ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთისთვის იზრუნოს და არა თავისთვის, იქ თავისთავად ლაგდება ყველაფერი. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ერთმანეთი გადაგვერჩინა,“ - აღნიშნულ საკითხებზე მსახიობმა და მისმა ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრes.
წყარო: „ჩვენი ოჯახი“