Baby Bag

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მშობიარობის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე პირველად წარსდგა. მან და პრინცმა ჰარიმ საზოგადოებას პატარა პრინცი გააცნეს, რომელიც 6 მაისს დაიბადა.  

„დედობა საოცარი და ჯადოსნური რამაა. მას ისეთი ტკბილი ხასიათი აქვს და ისეთი მშვიდია“, - თქვა მეგანმა შვილზე.


მეგან მარკლმა, ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საავადმყოფოდ ითვლება და მშობიარობის ფასები 15 000-დან 20 000 ფუნტ სტერლინგამდე აღწევს. აქ დაბადებულ პატარებს ხუმრობით ხუთვარსკვლავიან ბავშვებსაც უწოდებენ.

როგორც ცნობილია, წყვილი ბავშვის სახელს დღეს დაასახელებს.

შეიძლება დაინტერესდეთ