Baby Bag

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის სახელი ცნობილია

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის სახელი ცნობილია

სამეფო ოჯახმა პირველი შვილის სახელი გაასაჯაროვა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მემკვიდრისთვის სახელი არჩი შეარჩიეს, მისი ოფიციალური სახელი და გვარი შემდეგნაირად ჟღერს - არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

დედოფალმა ელიზაბეტმა თავისი მერვე შვილთაშვილი უინძორების სასახლეში გაიცნო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დედოფალთან შეხვედრისას პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან ერთად იყვნენ პრინცი ფილიპი და მეგანის დედა - დორია რეგლანდიც, რომელიც შვილს ორსულობის ბოლო თვეებშიც ეხმარებოდა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს შვილი 6 მაისს ​შეეძინათპატარა 3,2 კგ დაიბადა. წყვილმა ახალშობილი საზოგადოებას 8 მაისს ​გააცნო„დედობა საოცარი და ჯადოსნური რამაა. მას ისეთი ტკბილი ხასიათი აქვს და ისეთი მშვიდია“, - თქვა მეგანმა შვილზე.

შეიძლება დაინტერესდეთ