Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

უგულებელყოფა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობა!

უგულებელყოფა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობა!

საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იცნობს უგულებელყოფას, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას - აღნიშნულის შესახებ unicef Georgia წერს. 

მოცემული გამოსახულებები გვიჩვენებს უგულებელყოფის უარყოფით გავლენას ბავშვის თავის ტვინზე.


ფოტოზე გამოსახულია ორი 3 წლის ბავშვის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. მარცხენა მხარე ასახავს ნორმალურ პირობებში აღზრდილ, ჯანმრთელ ბავშვს. მარჯვენა მხარეს კი გამოსახულია ბავშვი, რომლის პრობლემა, სენსორული დეპრივაცია (შეგრძნებების სიმწირე ან არარსებობა) უგულებელყოფილია.


როგორც ხედავთ, უგულებელყოფილი ბავშვის თავის ტვინი ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად მცირეა. მას აგრეთვე აღენიშნება ტვინის ქერქის განვითარების პათოლოგიაც.

უგულებელყოფა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობა!

წყარო: ​unicef

წაიკითხეთ სრულად