Baby Bag

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

5 თვეში შვილზე ძალადობის გამო 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ერთი მხრივ, ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების პრევენცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება,“- აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!" - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?

,,შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!" - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?

,,შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!" - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს? - თემაზე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა. 

მისი თქმით, ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ: 

„ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ - „შენგან არაფერი გამოვა“, „შენთან საუბარს აზრი არ აქვს“, „შენ გაიზრდები და ნახავ“, მუდმივი ბრალდებებია ბავშვის მიმართ. სიტყვას, ლინგვისტურ ველს ძალიან დიდი ძალა აქვს. ზოგჯერ, უფრო მნიშვნელოვანია როგორ ვეუბნებით, ვიდრე რას ვეუბნებით, რადგან შეიძლება ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და ისე დაანგრიო, რომ მას ძალიან გაუჭირდეს შემდგომში რეაბილიტაცია. შეიძლება ბავშვობაში მიყენებულ შეურაცხყოფაზე, თუნდაც ყვირილზე, ზრდასრულ ასაკში ჰქონდეს ისეთი სომატური რეაქციები, რომ ვერც აკავშირებდეს საიდან მოდის ეს,'' - აღნიშნა მარინა კაჭარავამ. 

წყარო: ,,დილა მშვიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად