მსახიობი ანა ჩირაძე და შეფმზარეული კოტე თედელური დაქორწინდნენ. ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
„აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, სწორედ მაშინ, როცა დასრულდა მოძრაობა #ძალაევროპაშია✌
ასე რომ, ეს ყველაზე ევროპული წყვილია და ვულოცავ მათ,“ - წერს გოგა ჩანადირი.