Baby Bag

​ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, განსაკუთრებით ბედნიერები და ლაღები არიან

​ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, განსაკუთრებით ბედნიერები და ლაღები არიან

თანამედროვე მშობლებს ბავშვის აღზრდაში ბებიებისა და ბაბუების დახმარება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. გარდა იმისა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები ბავშვებს თავიანთ სიბრძნესა და ცოდნას უზიარებენ, ისინი ბავშვთა აღზრდას უდიდესი პასუხისმგებლობითაც ეკიდებიან, რაც დასაქმებულ მშობლებს თავიანთი საქმით მშვიდად და სრულფასოვნად დაკავების საშუალებას აძლევს.

კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, გაცილებით ბედნიერები და ლაღები არიან, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც ბებიებთან და ბაბუებთან ხშირი შეხება არ აქვთ. როგორც წესი, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩევიან. ისინი ბავშვების აღზრდა-განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ და ხშირად ამ ყველაფერს მშობლებზე უკეთაც ახერხებენ. ბებიებსა და ბაბუებს ბავშვებთან თამაში უყვართ. ისინი პატარებს საინტერესო და სახალისო მეთოდების გამოყენებით სამყაროს შემეცნებაში ეხმარებიან.

ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბებიებთან და ბაბუებთან იზრდებოდნენ, ბავშვობის წლებს ყოველთვის სიყვარულით იხსენებენ. ყველას ენატრება ის დღეები, როდესაც ბებოს მომზადებული ნუგბარით პირის ჩატკბარუნება აბედნიერებდათ ან ბაბუასგან დასაჩუქრებულებს დამოუკიდებლად შეეძლოთ საყვარელი ნაყინის ყიდვა. 11-16 წლის ასაკის 1600 ბავშვზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, თავს გაცილებით დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები დამოუკიდებლად ზრდიან.

ბებიები და ბაბუები მშობლების განქორწინების შემთხვევაში ბავშვის მთავარ ნუგეშისმცემლებად და მხარდამჭერებად გვევლინებიან. მათი სახლი პატარას საიმედო თავშესაფრად ესახება, სადაც ემოციურ თანადგომას და სითბოს ყოველთვის მიიღებს.

მშობლები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, თავიანთ შვილებს ბებიებსა და ბაბუებს თავისუფლად ანდობენ. ისინი პატარებზე თავგამოდებით ზრუნავენ და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტად გვევლინებიან.

ბებიებისა და ბაბუების მხარდაჭერა არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც აბედნიერებს. რაც მთავარია, ბავშვებზე ზრუნვით ყველაზე მეტად თავად ბებიები და ბაბუები ბედნიერდებიან.

მომზადებულია ​wtvideo.com-ის  მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

შემოდგომის სტილი ქართველი გოგოებისგან

შემოდგომის სტილი ქართველი გოგოებისგან

შემოდგომით ბევრს უჭირს ტანსაცმლის შერჩევა. სიცივე თითქოს ფანტაზიებს გვიქრობს, ამას კი ეპიდსიტუაციაც ემატება. ყველაფრის მიუხედავად, ლამაზად ჩაცმა ყოველთვის სასიამოვნოა. გთავაზობთ რამდენიმე საშემოდგომო ლუქს ქართველი ცნობილი ინფლუენსერებისგან და მოდელებისგან, რომლებიც შესაძლოა, თქვენი სეზონური ინსპირაციის წყარო გახდეს.

თაკო საზინა (ინფლუენსერი, იუთუბერი)
შავი როლონგი, ყავისფერი ყელსახვევი, ჯინსის შარვალი და ყვითელი ბერეტი


ანუკი არეშიძე (დიზაინერი) 
თეთრი კაბა, კუბოგრული მწვანე მოსაცმელი, სამკუთხა ჩანთა და ლეოპარდის ფეხსაცმელი


რუსა ჩაჩუა (მოდელი)
მწვანე გრძელი ატლასის კაბა, შავი ქამარი, მწვანე შემოსაცმელი და ჭაობისფერი მაღალი ჩექმა


ელენიკო რუხაძე (ინფლუენსერი)
დახეული ჯინსის შარვალი, წითელ ფერში ბენდენა, შემოცმული, როგორც მაისური


ლიკუნა ხაჭაპურიძე (მოდელი)
შავი როლინგი, შავი ტყავის კურტკა, შავი ტყავის შარვალი და ასევე შავი ტყავის ფეხსაცმელი


თაკო ნაცვლიშვილი (მოდელი)

წითელი მოქსოვილი ჟაკეტი, მოკლე წითელი ქვედაბოლო, თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი


სალი წვერავა (ინფლუენსერი)

ღია ვარდისფერი პრინტიანი ჰუდი, თეთრი შარვალი, შავი ბათინკი


ნინა ცქიტიშვილი (Lookmodéls''-ის დამფუძნებელი)

შავი მოკლე კაბა, ნაცრისფერი შემოსაცმელი პიჯაკი, შავი ფეხსაცმელი


ნათია (ინფლუენსერი, იუთუბერი)

თეთრი როლინგი, თეთრი შემოსაცმელი გრძელი პიკაკი, შავი ფეხსაცმელი


მარიამ წილოსანი (ინფლუენსერი, იუთუბერი)

კრემისფერი საწვიმარი, თეთრი ყელსახვევი


ავტორი: თამთა შერმაზანაშვილი

წაიკითხეთ სრულად