Baby Bag

​ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, განსაკუთრებით ბედნიერები და ლაღები არიან

​ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, განსაკუთრებით ბედნიერები და ლაღები არიან

თანამედროვე მშობლებს ბავშვის აღზრდაში ბებიებისა და ბაბუების დახმარება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. გარდა იმისა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები ბავშვებს თავიანთ სიბრძნესა და ცოდნას უზიარებენ, ისინი ბავშვთა აღზრდას უდიდესი პასუხისმგებლობითაც ეკიდებიან, რაც დასაქმებულ მშობლებს თავიანთი საქმით მშვიდად და სრულფასოვნად დაკავების საშუალებას აძლევს.

კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, გაცილებით ბედნიერები და ლაღები არიან, ვიდრე ის პატარები, რომლებსაც ბებიებთან და ბაბუებთან ხშირი შეხება არ აქვთ. როგორც წესი, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩევიან. ისინი ბავშვების აღზრდა-განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ და ხშირად ამ ყველაფერს მშობლებზე უკეთაც ახერხებენ. ბებიებსა და ბაბუებს ბავშვებთან თამაში უყვართ. ისინი პატარებს საინტერესო და სახალისო მეთოდების გამოყენებით სამყაროს შემეცნებაში ეხმარებიან.

ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბებიებთან და ბაბუებთან იზრდებოდნენ, ბავშვობის წლებს ყოველთვის სიყვარულით იხსენებენ. ყველას ენატრება ის დღეები, როდესაც ბებოს მომზადებული ნუგბარით პირის ჩატკბარუნება აბედნიერებდათ ან ბაბუასგან დასაჩუქრებულებს დამოუკიდებლად შეეძლოთ საყვარელი ნაყინის ყიდვა. 11-16 წლის ასაკის 1600 ბავშვზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების გვერდით იზრდებიან, თავს გაცილებით დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები დამოუკიდებლად ზრდიან.

ბებიები და ბაბუები მშობლების განქორწინების შემთხვევაში ბავშვის მთავარ ნუგეშისმცემლებად და მხარდამჭერებად გვევლინებიან. მათი სახლი პატარას საიმედო თავშესაფრად ესახება, სადაც ემოციურ თანადგომას და სითბოს ყოველთვის მიიღებს.

მშობლები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, თავიანთ შვილებს ბებიებსა და ბაბუებს თავისუფლად ანდობენ. ისინი პატარებზე თავგამოდებით ზრუნავენ და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტად გვევლინებიან.

ბებიებისა და ბაბუების მხარდაჭერა არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც აბედნიერებს. რაც მთავარია, ბავშვებზე ზრუნვით ყველაზე მეტად თავად ბებიები და ბაბუები ბედნიერდებიან.

მომზადებულია ​wtvideo.com-ის  მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ფრანგული კომედია, რომელიც დამღლელი დღის ბოლოს სასიამოვნოდ განგტვირთავთ

ფრანგული კომედია, რომელიც დამღლელი დღის ბოლოს სასიამოვნოდ განგტვირთავთ

თუ ფრანგული კომედიები გიყვართ, მაშინ ძალიან საინტერესო და სახალისო ფილმის ყურებას გირჩევთ. „გმირის დაბრუნება ასე ჰქვია კომედიას, რომელიც დამღლელი დღის ბოლოს სასიამოვნოდ განგტვირთავთ.

ფილმის მოკლე მიმოხილვა ასეთია: სიმპატიური კაპიტანი ნევილი ავსტრიაში მიემგზავრება ნაპოლეონის არმიასთან ერთად. იგი შეყვარებულს ჰპირდება, რომ ყოველ დღე მისწერს წერილს, მაგრამ წერილები არ ჩარს და პოლინს გული ტკივა. პოლინის და გადაწყვეტს, ნევილის სახელით მისწეროს დას წერილები, მაგრამ ნევილის შესახებ გამოგონილი გმირული ამბებისა და მისი დაკრძალვის ცნობების შემდეგ ნევილი მოულოდნელად მათი კარის ზღურბლზე აღმოჩნდება.

ფილმი იხილეთ ბმულზე - „​გმირის დ​აბრუნება

წაიკითხეთ სრულად