Baby Bag

კახა კალაძე და ოჯახი - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

კახა კალაძე და ოჯახი - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად გუდაურში ისვენებს. ფოტოებს კი თავის ინსტაგრამ გვერდზე აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გუდაურში გადაღებული ფოტოები კახის ცოლმა, დიზაინერმა ანუკი არეშიძემაც გამოაქვეყნა წარწერით - ''თუ სრიალი გიყვართ'' და ამით სრიალის მოყვარულებს გუდაურში დასვენებისკენ მოუწოდა.

კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი ბიჭი ჰყავთ - ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა. უფროსი ვაჟი 12 წლისაა, ყველაზე პატარა კი სექტემბერში გახდა 1 წლის.

ნახეთ კახა კალაძის ფოტოები ინსტაგრამიდან 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

5 არაჩვეულებრივი საახალწლო ფილმი, რომელიც არასდროს ძველდება

5 არაჩვეულებრივი საახალწლო ფილმი, რომელიც არასდროს ძველდება

ახალი წლის დღეებში ოჯახურ გარემოში კარგი ფილმების ყურება ყველას უყვარს. ჩვენს სტატიაში 5 არაჩვეულებრივ საახალწლო ფილმს გაგაცნობთ, რომელიც არასდროს ძველდება და ნებისმიერი ასაკის მაყურებელს ხიბლავს.

1. „მარტო სახლში“

მარტო სახლში ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო ფილმია, რომელიც ნამდვილად არასდროს ძველდება. საახალწლო განათებებით, მომხიბლავი ოჯახური ატმოსფეროთი და მთავარი გმირის საინტერესო თავგადასავლებით ყველა მოჯადოებული რჩება. მაკოლეი კალკინის მონაწილეობით გადაღებულ ამ საოცარ სურათს საახალწლო ფილების ნუსხაში კონკურენტი არ ჰყავს.

2. „ელფი“

საოცარი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს უილ ფერელი ასრულებს კომედიური ჟანრის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია. ის ელფების სამყაროში მოხვედრილი ბავშვის თავგადასავლს გვიამბობს. თუ „ელფი“ აქამდე არ გინახავთ, გირჩევთ, ახალი წლის დღეებში ოჯახთან ერთად ამ საოცარი კომედიით გახალისდეთ.

3. „კლაუსი“

2019 წლის ანიმაცია მაყურებლებში დღემდე უდიდესი პუპულარობით სარგებლობს. ცნობილი ესპანელი რეჟისორის სერხიო პაბლოსის უნიკალური სურათი საახალწლო განწყობას შეგიქმნით და სანტა კლაუსის შესახებ ყველაზე ორიგინალურ ისტორიას გიამბობთ.

4. „თეთრი შობა“

მიუზიკლების მოყვარულებს 1954 წლის ამერიკული ფილმი ნამდვილად მოეწონებათ. ფილმში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. რეჟისორ მაიკ კერტისის რომანტიკული ფილმი ორი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც დები უყვარდებათ. ფილმი მუსიკალური სცენებით არის დატვირთული.

5. „ეს მშვენიერი ცხოვრება“

ფრენკ კაპრას „ეს მშვენიერი ცხოვრება“ ყველა დროის საუკეთესო საშობაო ფილმად არის აღიარებული. განსაცდელში ჩავარდნილ მთავარ გმირს მფარველი ანგელოზი სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში ეხმარება. ეს საოცარი ფილმი ყველა თაობისთვის ერთნაირად საყვარელი და საინტერესო სურათია.

წყარო: ​bgr.com

წაიკითხეთ სრულად