Baby Bag

როგორ ატარებენ კარანტინის დღეებს კალაძეები - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

როგორ ატარებენ კარანტინის დღეებს კალაძეები - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

საყოველთაო კარანტინის დროს მრავალშვილიან ოჯახებში განსაკუთრებული აურზაურია. ასეა კალაძეების ოჯახში, სადაც ​ოთხი პატარა ბიჭი ცხოვრობს. 

როგორც ანუკი აღნიშნავს, მათ საკმოდ ბევრი ენერგია აქვთ. ბავშვებს, განსაკუთრებით კი ​​პატარა ნიკოლას აქტიურად ეთამაშება მამაც, კახა კალაძე. ნახეთ ვიდეოები, რომელიც ანუკიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)



შეიძლება დაინტერესდეთ

,,კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია''

,,კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია''

კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების ტალღა თითქმის გადავლილია:

„ბავშვების ტალღა ჩვენ თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ მობილიზაცია გავუკეთეთ ბავშვთა საწოლების მაქსიმალურ რაოდენობას. დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ბავშვებში ინფიცირება. ჩვენ ამას, ალბათ, ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ, დავაბრალებთ უფრო მეტად იმას, რომ მშობლებიც, გამომდინარე იქედან, რომ დაინახეს რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებთან მიმართებაში, გაცილებით უფრო ფრთხილები გახდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მხრიდან“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად